* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 13 იანვარი, 2019 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 13 იანვარი, 2019
თომას მიულერი (გერმ.Thomas Müller; დ. 13 სექტემბერი, 1989, ვაილჰაიმი, ბავარია) — გერმანელი ფეხბურთელი, გერმანიის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის „ბაიერნის" ფორვარდი. უმეტესად თამაშობს ე.წ. მეორე ფორვარდის, ან მარჯვენა შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე, იშვიათად - ცენტრალურ თავდამსხმელად და მარცხენა ან ცენტრალურ შემტევ ნახევარმცველად. 2008 წლიდან მიულერი არის მიუნხენის ბაიერნის წევრი, სადაც ის კონტრაქტის თანახმად 2015 წლამდე ითამაშებს.
გერმანიის ნაკრებში მიულერი 2010 წლიდან ირიცხება. ამავე წელს ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა, გრადა ერთისა მიულერმა დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშა ტურნირის ნახევარფინალში, სადაც გერმანია დამარცხდა მომავალ ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებთან 1:0.. მიულერმა მოიპოვა საუკეთესო ბომბარდირის წოდება 5 გოლით, იგი აგრეთვე აღიარებულ იქნა საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად. გერმანიამ ამ ტურნირზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. მიულერმა მონაწილეობა მიიღო ევრო 2012-ზე, სადაც ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და გუნდთან ერთად კვლავ ნახევარფინალამდე მიაღწია. მიულერი გამოძახებული იყო 2014 წლის ჩემპიონატზეც, რომელის პირველ მატჩში პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ მიულერმა ჰეთ-თრიკი შეასრულა.