სტენლი მეთიუზი
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | Stanley Matthews | ||
დაბადების თარიღი | 1 თებერვალი, 1915 | ||
დაბადების ადგილი | სტოკი, ინგლისი | ||
გარდაცვალების თარიღი | 15 თებერვალი, 2000 | ||
გარდაცვალების ადგილი | სტოკი, ინგლისი | ||
სიმაღლე | 174 | ||
სათამაშო პოზიცია | გარემარბი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1930-1932 | სტოკ სიტი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1932–1947 | სტოკ სიტი | 259 | (51) |
1947–1961 | ბლექპული | 379 | (17) |
1961-1965 | სტოკ სიტი | 59 | (3) |
ეროვნული ნაკრები | |||
1934-1957 | ინგლისი | 63 | (30) |
1947-1955 | გაერთიანებული სამეფო | 2 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
სერ სტენლი მეთიუზი (ინგლ. Stanley Matthews; დ. 1 თებერვალი, 1915, სტოკი — გ. 15 თებერვალი, 2000, იქვე) — ინგლისელი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობდა გარემარბის პოზიციაზე. მეთიუზი იყო მოკრივე დალაქის მესამე ვაჟი. მთელი კარიერის განმავლობაში მხოლოდ ორი კლუბის „სტოკ სიტის“ და „ბლექპულის“ ღირსებას იცავდა. „ბლექპულთან“ ერთად მოიპოვა ასოციაციის თასი. გამოირჩეოდა ჩაწოდებებით და ფინტებით. 1934-1957 წლებში ინგლისის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 63 მატჩი და გაიტანა 30 გოლი. მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 1950 წლის ჩემპიონატზე. ჩემპიონატებზე სულ სამი მატჩი ითამაშა, გავარდნილ ინგლისის ნაკრებს გამოეყო, თანაგუნდელებთან ერთად შინ არ გაემგზავრა და ბრაზილიაში დარჩა თამაშების საცქერლად. 1956 წელს ჟურნალმა France Football-მა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დააწესა ოქროს ბურთის დაჯილდოება, რომლის პირველი გამარჯვებულიც სტენლი მეთიუზი გახდა, ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის. მეთიუზი იყო ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც პროფესიული კარიერის დასრულებამდე აკურთხეს რაინდად. გამოცემული აქვს წიგნი „ოცდათხუთმეტი წელი მარჯვენა ფრთაზე“.
მოთამაშის ოცდათხუთმეტწლიანი კარიერის შემდეგ სიცოცხლის შემდგომი ოცდათხუთმეტი წელიწადი მან მოგზაურობაში გაატარა. მეთიუზი ბავშვებს ავარჯიშებდა ამერიკაში, კანადაში, კარიბის ზღვისა და აფრიკის ქვეყნებში. მიუხედავად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში არსებული აპარტეიდის კანონებისა, 1975 წელს სოუეტოში შექმნა გუნდი, რომელსაც „სტენის ბიჭები“ დაერქვა.
მეთიუზის ფერფლი დაფლულია მშობლიური სტოკის სტადიონის, „ბრიტანიას“ ცენტრალურ წრეში, თუმცა მას არასდროს უთამაშია ამ მინდორზე, მეთიუზის დროს „სტოკ სიტი“ „ვიქტორია გრაუნდზე“ გამოდიოდა. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 49-ე ადგილზე დასახელდა.[1]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Placar's 100 Craques do Século · In November 1999, Placar (Brazil) published a list of the best 100 players of all time, ranked from 1 to 100 · 23 დეკემბერი, 2015. Karel Stokkermans for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 1 სექტემბერი, 2019.