ფრანჩესკო გრაციანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრანჩესკო გრაციანი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ფრანჩესკო გრაციანი
დაბადების
თარიღი
16 დეკემბერი, 1952 (1952-12-16) (71 წლის)
დაბადების
ადგილი
სუბიაკო, იტალია
სიმაღლე 180 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1967–1970 ბეტინი კუადრარო
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1970–1973 არეცო 48 (11)
1973–1981 ტორინო 221 (97)
1981–1983 ფიორენტინა 52 (14)
1983–1986 რომა 57 (12)
1986–1988 უდინეზე 33 (8)
სულ 411 (142)
ეროვნული ნაკრები
1975–1983 იტალია 64 (23)
სამწვრთნელო კარიერა
1989–1990 ფიორენტინა
1990–1991 რეჯინა
1991–1992 აველინო
2001–2002 კატანია
2003–2004 მონტევარკი
2004–2006 ჩერვია
2013 ვიჯევანო
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ფრანჩესკო გრაციანი (იტალ. Francesco Graziani; დ. 16 დეკემბერი, 1952, სუბიაკო, იტალია) — იტალიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. იცავდა „არეცოს“, „ტორინოს“, „ფიორენტინას“, „რომას“, „უდინეზეს“ და იტალიის ეროვნული ნაკრების ღირსებას. იტალიის ჩემპიონი „ტორინოს“ შემადგენლობაში. იტალიის თასის ორგზის მფლობელი „რომას“ შემადგენლობაში. 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონი იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 1978 წლის არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატისა და 1980 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრაციანი (მეორე რიგში მარჯვნ. მესამე) „ტორინოს“ შემადგენლობაში. 5 ოქტ. 1975.
ჩემპიონები: გრაციანი და პაოლო პულიჩი „ტორინოს“ მაისურით. 16 მაისი, 1976.
გრაციანი (მეორე რიგში მარჯვნ. მესამე) იტალიიის ეროვნულ ნაკრებში. 29 ივნ. 1982.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანჩესკო გრაციანი რომის პროვინციის პატარა ქალაქ სუბიაკოში (იტალ. Subiaco), 1952 წლის 16 დეკემბერს, ანტონიო და ანუნციატა გრაციანების ოჯახში დაიბადა. ომისშემდგომი გლობალური ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული უკიდურესი სიღარიბისა და გაჭირვების პირობებში, ფრანჩესკოს მშობლებს (რომელთაც მის გარდა კიდევ სამი ბავშვი — პასკუალე, ლუჩანა და მარია უნდა აღეზარდათ) სულ უფრო მეტად უჭირდათ ოჯახის ელემენტარული საარსებო სახსრებით უზრუნველყოფა. კალატოზისა და მუშის ჯამაგირი (რაც მამამისის ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენდა) იმდენად მცირე იყო, რომ თვიდან თვემდე თავის გასატანად, დედამისი შეძლებულ ოჯახებში დამლაგებლად მუშაობაზეც არ ამბობდა უარს. ამდენად, ფრანჩესკოსა და მის და-ძმებს, როგორც მათი თაობის უმრავლესობას, არ მოკლებიათ არც გაჭირვება და არც ყოველდღიური საზრუნავი. წლების შემდეგ მიცემულ ინტერვიუებში, თავისი ბავშვობის შესახებ საუბრისას ფრანჩესკოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „გაჭირვებულ ოჯახში დაბადება არც განაჩენია და არც ბედისწერა, რადგან ცხოვრებისეული სირთულეების ბავშვობიდანვე დაძლევის აუცილებლობა დიდ ძალასთან ერთად, პიროვნული ზრდისა და განვითარების ძლიერ მოტივაციას გაძლევს, რადგან თავიდანვე გიწევს იმის გაცნობიერება, რომ კეთილდღეობისა და ღირსეული ცხოვრების მისაღწევად, უკლებლივ ყველაფრის მოპოვება სხვათა დაუხმარებლად, მხოლოდ საკუთარი ძალისხმევის ხარჯზე მოგიწევს.“[2][3][4]

ბუნებრივია, რომ იმ პერიოდის იტალიისთვის დამახასიათებელი ეკონომიკური არასტაბილურობის პირობებში, ყოველდღიური სოციალური და საყოფაცხოვრებო პრობლემებით დატვირთული ფრანჩესკოსთვის და მისი თანატოლების უმრავლესობისთვის, ფეხბურთის თამაში, ერთფეროვანი და უსიხარულო ცხოვრებიდან გაქცევისა და ერთგვარი სულის მოთქმის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს. მისი თაობის მრავალი აღიარებული ფეხბურთელის მსგავსად, ფრანჩესკოს სპორტული ბიოგრაფიაც ქუჩის ფეხბურთიდან იღებს სათავეს. სკოლიდან მოსვლისთანავე, მას და მის უბნელ მეგობრებს ფეხბურთის გარდა არაფერი აინტერესებთ. მოზარდი გრაციანის საფეხბურთო მონაცემები შეუმჩნეველი არ რჩებათ ფეხბურთის ადგილობრივ მესვეურებს და 1966 წლიდან მომავალი მსოფლიო ჩემპიონი „ვის სუბიაკოს“ (იტალ. Vis Subiaco) გუნდში იწყებს თამაშს.[5][6][7][8][9]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრაციანის ახალგაზრდული კარიერის წლები (1967–1970) საფეხბურთო კლუბ „ბეტინი კუადრაროს“ (იტალ. Bettini Quadraro) უკავშირდება.[10] ამ, ნახევრადსამოყვარულო საფეხბურთო კლუბში იგი სამი წლის განმავლობაში ხვეწს თავის ოსტატობას, რის შემდეგაც არეცოს, ამავე სახელწოდების მქონე (იტალ. Società Sportiva Arezzo),[11] იტალიის სერია B-ს გათამაშების მონაწილე საფეხბურთო კლუბში გადადის. გრაციანი ახალ გუნდში სამი სეზონის განმავლობაში ასპარეზობს, რა დროსაც სერია B-ს 48 შეხედრას ატარებს და 11 ბურთი გააქვს. 1970–1971 წლების სეზონს „არეცო“ სატურნირო ცხრილის მე-7 ადგილზე ამთავრებს.[12]

მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში გრაციანის გუნდი კიდევ უფრო მოკრძალებულ შედეგებს აჩვენებს, კერძოდ, 1971–1972 წლების სეზონზე მე-15 ადგილს,[13] ხოლო 1972–1973 წლების სეზონზე მე-13 ადგილს იკავებს.[14] კანონზომიერია, რომ პროფესიონალური ზრდისა და განვითარების თვალსაზრისით, ასევე, სპორტული თუ ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე, კლუბში დარჩენის პერსპექტივა, გრაციანის მონაცემებისა და ამბიციების მქონე თავდამსხმელისთვის თითქმის ყოველგვარ ინტერესსა და მიმზიდველობას კარგავს.

1973 წლიდან იგი იტალიის სერია A-ს საფეხბურთო კლუბ „ტორინოს“ შემადგენლობაში აგრძელებს საკლუბო კარიერას. გრაციანი ტურინულ კლუბში 8 სეზონის განმავლობაში თამაშობს. გუნდის ძირითად შემადგენლობაში, პირველად, სერია A-ს კალენდარულ მატჩში, 1973 წლის 18 ნოემბერს, „სამპდორიას“ წინააღმდეგ გამოდის. „ბორდოსფერთა“ მაისურით თავისი პირველი გოლი იმავე წლის 16 დეკემბერს „ბოლონიასთან“ შეხვედრაში გააქვს. ტურინელთა ღირსებას გრაციანი სულ 289 შეხვედრაში იცავს და 122-ჯერ ახერხებს მეტოქეთა კარის აღებას; აქედან 221 მატჩი და 97 გოლი — „სკუდეტოს“ გათამაშების, 45 მატჩი და 17 გოლი — იტალიის თასის, ხოლო 23 მატჩი და 8 გოლი — ევროპული საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში.

ფრანჩესკო გრაციანი „ხარების“ შემადგენლობაში 1975–76 წლების სეზონზე მთელი თავისი საკლუბო კარიერის მანძილზე პირველად და ერთადერთხელ იტალიის ჩემპიონის ტიტულს ეუფლება.[15][16]

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1975–1983 წლებში იტალიის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში 64 შეხვედრას ატარებს და 23 ბურთი გააქვს.

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იტალია
წელი მატჩი გოლი
1975 4 0
1976 10 7
1977 6 3
1978 9 3
1979 3 1
1980 10 5
1981 8 3
1982 12 1
1983 2 0
ჯამში 64 23

მსოფლიო ჩემპიონატებზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრაციანიმ მსოფლიო ჩემპიონატების 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.

ჩემპ. მასპინძელი პოზიცია შედეგი
1978 დროშა: არგენტინა არგენტინა იტალიის დროშა 19 თავდამსხმელი 3 0 2 0 1
მეოთხე ადგილი
1982 დროშა: ესპანეთი ესპანეთი იტალიის დროშა 19 თავდამსხმელი 7 1 4 3 0
ჩემპიონი

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტორინო
ფიორენტინა
რომა

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იტალია

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Francesco Graziani – Agosto 1978. წაკითხვის თარიღი: 3 დეკემბერი 2021.
  2. Famiglia Cristiana (23 დეკემბერი, 2012). Graziani, 60 anni sotto rete. წაკითხვის თარიღი: 3 დეკემბერი 2021.
  3. Francesco Graziani : le avventure di Ciccio Cuor di Leone. წაკითხვის თარიღი: 3 დეკემბერი 2021.
  4. Torino, i 100 più grandi di sempre. წაკითხვის თარიღი: 3 დეკემბერი 2021.
  5. Alessandro Bianchi (13 ნოემბერი, 2017). Lo sai che: un campione del mondo di calcio è nato a Subiaco. წაკითხვის თარიღი: 3 დეკემბერი 2021.
  6. Francesco Graziani : le avventure di Ciccio Cuor di Leone. წაკითხვის თარიღი: 3 დეკემბერი 2021.
  7. Tommaso Rossini (20 აპრილი, 2017). Vis Subiaco e AS Roma celebrano la carriera di Ciccio Graziani დაარქივებული 2019-05-18 საიტზე Wayback Machine. . წაკითხვის თარიღი: 3 დეკემბერი 2021.
  8. Vis Subiaco. Polisportiva Vis Subiaco. წაკითხვის თარიღი: 3 დეკემბერი 2021.
  9. Marco Vigarani (10 დეკემბერი, 2015). I miti del calcio: Francesco Graziani. წაკითხვის თარიღი: 3 დეკემბერი 2021.
  10. La Storia del Bettini Quadraro (fonte Claudio D'Aguanno). წაკითხვის თარიღი: 3 დეკემბერი 2021.
  11. SS Arezzo. წაკითხვის თარიღი: 3 დეკემბერი 2021.
  12. Almanacco illustrato del Calcio, Edizioni Panini, 1972, გვ. 221.
  13. Almanacco illustrato del Calcio, Modena, Panini, 1973, გვ. 220.
  14. Almanacco Illustrato del Calcio, Modena, Panini, 1974, გვ. 225.
  15. Bruno Colombero e Nello Pacifico, Agenda Granata 2, Torino, Fondazione Campo Filadelfia, 1999, გვ. 118.
  16. La storia del Torino Calcio ha inizio il 3 dicembre 1906, data di fondazione del Football Club Torino. Agenda granata 2 / a cura di Bruno Colombero e Nello Pacifico. – [S.l. : s.n.], c1999 (Cascine Vica, Rivoli : Tipolito Subalpina). – 287 p. : ill. ; 21 cm. – Suppl. a «Tuttosport» del 4 maggio 1999. Biblioteche Civiche Torinesi: sito internet del Settore Sistema bibliotecario urbano della Città di Torino.
  17. Italia 1982 // იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე. წაკითხვის თარიღი: 3 დეკემბერი 2021.
  18. Roberto Di Maggio (9 იანვარი, 2005). Francesco Graziani - Goals in Serie A. Francesco Graziani - Born in Subiaco-ROMA (Italy), 16-12-1952, Height: 1,80 m., Weight: 76 kg.; Season: 1976-77; Team: Torino; Serie A; App.: 30; Goals: 21. წაკითხვის თარიღი: 3 დეკემბერი 2021.
  19. Roberto Di Maggio (17 მაისი, 2018). Italy - Coppa Italia Top Scorers. Coppa Italia; Season: 1980-81; Top Scorer - Francesco Graziani (Torino); Goals: 5. წაკითხვის თარიღი: 3 დეკემბერი 2021.