ალდო მალდერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალდო მალდერა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ალდო მალდერა
დაბადების
თარიღი
14 ოქტომბერი, 1953
დაბადების
ადგილი
მილანი
იტალია
გარდაცვალების
თარიღი
1 აგვისტო, 2012 (58 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
რომი
იტალია
სიმაღლე 180 სმ
სათამაშო
პოზიცია
მარცხენა მცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1971–1972 მილანი 1 (0)
1972–1973 ბოლონია 3 (0)
1973–1982 მილანი 227 (30)
1982–1985 რომა 73 (6)
1985–1987 ფიორენტინა 18 (0)
1987–1988 ლუკეზე 0 (0)
ეროვნული ნაკრები
1976–1979 იტალია 10 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ალდო მალდერა (იტალ. Aldo Maldera; დ. 14 ოქტომბერი, 1953, მილანი — გ. 1 აგვისტო, 2012, რომი) — იტალიელი ფეხბურთელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალდო მალდერა პოზიციით მცველი იყო და გუნდში ამ პოზიციაზე ლიდერად ითვლებოდა. იგი მილანში მოვიდა 1971 წელს. დებიუტი ჰქონდა 1972 წლის 26 მარტს, საფეხბურთო კლუბ მანტოვას წინააღმდეგ. მალდერას საფირმო ნიშნები იყო, დრიბლინგი, სიჩქარე და ჩახვეული დარტყმები თუ გადაცემები. იგი შესანიშნავად ერთვებოდა შეტევაში თავისი ფლანგიდან, რაც მას საშუალებას აძლევდა გოლები სტაბილურად გაეტანა. მას ჰქონდა სრულფასოვანი კარიერა მილანში, სერია ბ-შიც კი გუნდს გაჰყვა და ამით ძალიან დიდი პატივისცემა დაიმსახურა. მალდერამ მოიგო 1 სკუდეტო და 2 კოპა იტალია შავ-წითლების შემადგენლობაში. ალდომ მილანში, 227-ჯერ ითამაშა, 30 გოლი გაიტანა და სამუდამოდ დარჩა როსონერის საუკეთესო მცველებს შორის.

ალდო მალდერა 2012 წლის 1 აგვისტოს, 58 წლის ასაკში, გარდაიცვალა.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Goodbye Aldo. „რომას“ ოფიციალური საიტი.