ატალანტა (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ატალანტა
ატალანტას ლოგო
სრული სახელი Atalanta Bergamasca Calcio SpA
მეტსახელი ღმერთები (იტალ. La Dea)
შავ-ლურჯები (იტალ. Nerazzurri)
Orobici
დაარსდა 8 ოქტომბერი, 1907; 114 წლის წინ (1907-10-08)
სტადიონი ატლეტი აძური დ'იტალია,
ბერგამო, იტალია
(ტევადობა: 26,562 მაყურებელი)
პრეზიდენტი იტალიის დროშა ანტონიო პერკასი
მწვრთნელი იტალიის დროშა ჯან პიერო გასპერინი
კაპიტანი იტალიის დროშა კრისტიან რაიმონდი
ლიგა სერია A
2019–20 სერია A, მე-3
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

„ატალანტა“ (იტალ. Atalanta Bergamasca Calcio) — იტალიური საფეხბურთო კლუბი ქალაქ ბერგამოდან, ლომბარდია. დაარსდა 1907 წელს. ასპარეზობს იტალიის სერია A-ში. საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ ატლეტი აძური დ'იტალიაზე, რომელიც 26 562 მაყურებელს იტევს.

1963 წელს კლუბმა შეძლო იტალიის თასის მოგება, ხოლო 1987 და 1996 წლებში ფინალში გასვლა. 1988 წელს, სერია B-ში ასპარეზობისას, „ატალანტა“ თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალში გავიდა და დააფიქსირა საუკეთესო შედეგი უეფა-ს საკლუბო ტურნირებზე, არაუმაღლეს ლიგაში მოასპარეზე კლუბთა შორის („კარდიფ სიტისთან“ ერთად). „ატალანტამ“, ასევე, 2-ჯერ მიიღო მონაწილეობა უეფა-ს თასის გათამაშებაში, 1990–91 წლების სეზონში გავიდა 1/4 ფინალამდე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ატალანტა“ ჩამოყალიბდა 1907 წლის 8 ოქტომბერს. ბერგამოში საფეხბურთო კლუბი 1904 წლიდან არსებობდა. კლუბი დააარსეს შვეიცარიელმა ემიგრანტებმა, როგორც საფეხბურთო კლუბი „ბერგამო“. სახელი „ატალანტა“ აღებულია ბერძნული მითოლოგიის ქალღმერთ ატალანტესგან (იტალ. Atalanta). იტალიის ფეხბურთის ფედერაცია კლუბს 1914 წლამდე ოფიციალურად არ აღიარებდა. ახლანდელი კლუბი შეიქმნა ორი კლუბის, „ატალანტას“ და „ბერგამასკას“ შერწყმის შედეგად. თავდაპირველად კლუბის ფერები იყო შავი და თეთრი, ხოლო სარეზერვო ფორმაზე ლურჯი და თეთრი ფერები იყო. შერწყმა მოხდა 1924 წელს და კლუბს ეწოდა „ატალანტა ბერგამასკა დი გიმნასტიკა ე შერმა 1907“ (იტალ. Atalanta Bergamasca di Ginnastica e Scherma 1907). 1928 წლიდან კლუბის საშინაო არენა გახდა ვიალე ჯულიო ჩეზარეს სტადიონი.

იტალიის ლიგას „ატალანტა“ 1929 წელს შეუერთდა. სერია A-ში პირველად აღზევდა 1937 წელს, თუმცა პირველივე სეზონში დაქვეითდა. 1940 წელს დაბრუნდა უმაღლეს დივიზიონში, სადაც 1959 წლამდე იასპარეზა. სერია B-ში გატარებული ერთი სეზონის შემდეგ, კლუბი კვლავ აღზევდა სერია A-ში და მომდევნო ათწლეულის მანძილზე შეინარჩუნა ადგილი.

1948 წელს კლუბმა დააფიქსირა საუკეთესო შედეგი უმაღლეს ლიგაში, დაიკავა მე-5 ადგილი. 1981 წელს, „ატალანტა“ სერია C1-ში დაქვეითდა. ეს იყო დარტყმა, რამაც შემდგომი პროგრესი განაპირობა. შემდეგში კლუბი დაბრუნდა სერია B-ში, ერთი სეზონის შემდეგ კი, 1984 წელს, სერია A-ში. „ატალანტას“ უჭირდა უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება, შედეგად მრავალჯერ დაქვეითდა, 1987, 1994, 1998, 2003, 2005 და 2010 წლებში. 2011 წელს, მფლობელის შეცვლის შედეგად კლუბმა შეძლო სერია A-ში დაბრუნება.,[1]

„ატალანტა“ ერთადერთ ტიტულს დაეუფლა 1963 წელს, როდესაც მოიგო იტალიის თასი. კლუბს ასევე ჰქონდა მცირე მიღწევები ევროტურნირებზე, რამდენიმე შემთხვევაში დამარცხდა მოწინააღმდეგესთან, რომელიც შემდგომში იმ ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ევროტურნირებზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თასების მფლობელთა თასის 1987–88 წლების სეზონში, 1/4 ფინალში „ატალანტას“ მოწინააღმდეგე უელსის საფეხბურთო კლუბი „მერტირ-ტიდვილი“ იყო. პირველი მატჩი უელსელთა გამარჯვებით, 2–1 დასრულდა. ხოლო ბერგამოში გამართულ საპასუხო მატჩში „ატალანტამ“ 2–0 იმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ბელგიურ „მეხელენთან“ დამარცხდა. თუმცა, „ატალანტა“ გახდა ერთ-ერთი კლუბი მათ შორის, რომელთაც შეძლეს ევროტურნირზე ასპარეზობა უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის გარეშე. მე-2 კლუბი რომელმაც ეს შეძლო, იყო უელსური „კარდიფ სიტი“.

1990–91 წლების სეზონში „ატალანტამ“ შეძლო უეფა-ს თასის 1/4 ფინალში გასვლა, სადაც ასევე იტალიურ „ინტერთან“ დამარცხდა, „მილანმა“ ფინალში „რომა“ დამარცხა. 1991 წლის შემდეგ კლუბს ევროტურნირებზე არ უასპარეზია. სერია A-ში დაკავებული მე-7 ადგილის შემდეგ, 2001 წელს, კლუბს შესაძლებლობა მიეცა მონაწილეობა მიეღო ინტერტოტოს თასის გათამაშებაში, მაგრამ „ატალანტამ“ უარი განაცხადა და მის მაგივრად ტურნირზე „ბრეშია“ გამოვიდა, რომელიც მხოლოდ ფინალში დამარცხდა, ფრანგულ „პარი სენ-ჟერმენთან“.

2000-დან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოლო წლებში, კლუბი სერია A-დან 3-ჯერ დაქვეითდა: 2002–03, 2004–05 და 2009–10 წლების სეზონებში, მაგრამ ყველა შემთხვევაში ერთი სეზონის შემდეგ შეძლო უმაღლეს ლიგაში დაბრუნება.

2011–12 წლების სეზონში, იტალიის საფეხბურთო სკანდალის გამო „ატალანტას“ 6 ქულა გამოაკლდა. მიუხედავად ამისა, კლუბმა 38 მატჩში დააგროვა 52 ქულა და დააფიქსირა იმ დროისთვის საუკეთესო შედეგი კლუბისთვის. შემდეგ წელს, იგივე მიზეზის გამო კლუბს 2 ქულა გამოაკლდა. „ატალანტამ“ მე-15 ადგილი დაიკავა ჩემპიონატში და აირიდა დაქვეითება. 2013–14 წლების სეზონში, სერია A-ში დაიკავა მე-11 ადგილი.

2014–15 წლების სეზონში, მიუხედავად კარგი თამაშისა, „ატალანტა“ იბრძოდა ჩემპიონატში ადგილის შენარჩუნებისთვის. სეზონის დასაწყისში, მწვრთნელად დაინიშნა სტეფანო კოლატუონო. 2015 წლის 4 მარტს, მას შემდეგ, რაც კლუბი 3 ქულით გადაურჩა გასავარდნ ზონაში მოხვედრას, კოლატუონომ თანამდებობა დატოვა. 2015–16 წლების სეზონში მწვრთნელის პოსტი ედოარდო რეიამ დაიკავა, მისი მეთაურობით „ატალანტამ“ მე-13 ადგილი დაიკავა.

2016–17 წლების სეზონის სუსტად დაწყების გამო, მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი გადადგომის პირას იყო, მაგრამ სწრაფად მოპოვებული დადებითი შედეგების შემდეგ კლუბმა 72 ქულით მე-4 ადგილი დაიკავა და მოიპოვა ევროპის ლიგის საგზური. 26 წლიანი პაუზის შემდეგ „ატალანტამ“ კვლავ შეძლო ევროტურნირებზე გასვლა.

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საშინაო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროტურნირებზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიმდინარე შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე ალბანეთი ალბანეთი ერტიტ ბერიშა
3 მცველი ბრაზილია ბრაზილია რაფაელ ტოლოი
4 ნახევარმცველი იტალია იტალია ბრაიან კრისტანტე
5 მცველი იტალია იტალია ანდრეა მასიელო
6 მცველი ბოსნია და ჰერცეგოვინა ბოსნია და ჰერცეგოვინა ერვინ ზუკანოვიჩი
7 ნახევარმცველი იტალია იტალია მარკო დ'ალესანდრო
8 ნახევარმცველი იტალია იტალია ჯულიო მიგლიაჩო
9 თავდამსხმელი სერბეთი სერბეთი ალექსანდრე პეშიჩი
10 ნახევარმცველი არგენტინა არგენტინა ალეხანდრო გომესი
11 ნახევარმცველი შვეიცარია  შვეიცარია რემო ფროილერი
13 მცველი იტალია იტალია მატია კალდარა
24 მცველი იტალია იტალია ანდრეა კონტი
25 მცველი საფრანგეთი საფრანგეთი აბდულაი კონკო
27 ნახევარმცველი სლოვენია სლოვენია იასმინ კურტიჩი
29 თავდამსხმელი იტალია იტალია ანდრეა პეტანია
31 მეკარე იტალია იტალია ფრანჩესკო როსი
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
33 მცველი ნიდერლანდები ნიდერლანდები ჰანს ჰატებოერი
37 ნახევარმცველი იტალია იტალია ლეონარდო სპინაძოლა
43 ნახევარმცველი იტალია იტალია ალბერო პალოში
47 მეკარე იტალია იტალია სტეფანო მაძინი
52 ნახევარმცველი ეკვადორი ეკვადორი ბრაიან კაბესასი
77 ნახევარმცველი იტალია იტალია კრისტიან რაიმონდი (კაპიტანი)
91 მეკარე იტალია იტალია პიერლუიჯი გოლინი
92 თავდამსხმელი იტალია იტალია სალვატორე მოლინა
93 მცველი სენეგალი სენეგალი ბუკარი დრამე
94 ნახევარმცველი იტალია იტალია ფილიპო მელეგონი
95 მცველი იტალია იტალია ალესანდრო ბასტონი
99 თავდამსხმელი კოტ-დ’ივუარი კოტ-დ’ივუარი ემმანუელ ლატე ლათი
- თავდამსხმელი დანია დანია ანდრეას კორნელიუსი
- ნახევარმცველი გერმანია გერმანია რობინ კოსენსი
- ნახევარმცველი ბრაზილია ბრაზილია ჟოან შმიდტი
- ნახევარმცველი შვეიცარია  შვეიცარია ნიკოლას ჰაასი

ევროტურნირებზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონი ტურნირი ეტაპი კლუბი შინ გასვლითი ჯამში
1963–64 თასების მფლობელთა თასი 1-ლი პორტუგალიის დროშა სპორტინგი ლისაბონი 2–0 1–3 3–3[2]
1987–88 თასების მფლობელთა თასი 1-ლი უელსის დროშა მერიტირ-ტიდვილი 2–0 1–2 3–2
მე-2 საბერძნეთის დროშა ოფი 2–0 0–1 2–1
1/4 ფინალი პორტუგალიის დროშა სპორტინგი ლისაბონი 2–0 1–1 3–1
1/2 ფინალი ბელგიის დროშა მეხელენი 1–2 1–2 2–4
1989–90 უეფა-ს თასი 1-ლი საბჭოთა კავშირის დროშა სპარტაკი მოსკოვი 0–0 0–2 0–2
1990–91 უეფა-ს თასი 1-ლი იუგოსლავიის დროშა დინამო ზაგრები 0–0 1–1 1–1(ს.)
მე-2 თურქეთის დროშა ფენერბაჰჩე 4–1 1–0 5–1
მე-3 გერმანიის დროშა კელნი 1–0 1–1 2–1
1/4 ფინალი იტალიის დროშა ინტერი მილანი 0–0 0–2 0–2

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. From Gazzetta dello Sport website
  2. (1-3 პლეი-ოფის მატჩის გადათამაშების შემდეგ)