ტოსკანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტოსკანა
Toscana
დროშა
Flag of Tuscany.svg
გერბი
Coat of arms of Tuscany.svg
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
სტატუსი რეგიონი
ადმინისტრაციული ცენტრი ფლორენცია
მოსახლეობა (2011) 3 750 000 კაცი
სიმჭიდროვე 163,1 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა იტალიელები 93 %
ალბანელები 2 %
რუმინელები 1 %
ფართობი 22 993 კმ²
ტოსკანა რუკაზე
ოფიციალური საიტი
OOjs UI icon logo-wikimediaCommons-invert.svg ვიკისაწყობში Tuscany

ტოსკანა (იტალ. Toscana) — რეგიონი ცენტრალურ იტალიაში. მისი ფართობი 23 000 კმ²-ია, მოსახლეობა კი 3 75 მლნ ადამიანი. რეგიონული დედაქალაქია ფლორენცია. ტოსკანური დიალექტი ლიტერატურული იტალიურის საფუძველია.

ტოსკანა ცნობილია თავის თვალისმომჭრელი ლანდშაფტით, ხელოვნების მდიდარი მემკვიდრეობით და მისი დიდი გავლენით მაღალ კულტურაზე. ტოსკანა მიჩნეულია იტალიური რენესანსის დაბადების ნამდვილ ადგილად და წარმოადგენს ხელოვნებასა და მეცნიერებაზე უდიდესი გავლენის მომხდენი ადამიანის სამშობლოს, ისეთების, როგორებიც არიან პეტრარკა, დანტე, ბოტიჩელი, მიქელანჯელო, ლეონარდო და ვინჩი, გალილეო გალილეი, ჯორდანო ბრუნო, ლუკა პაჩოლი და პუჩინი. აქედან გამომდინარე, რეგიონში გახსნილია რამდენიმე მუზეუმი (მათ შორის უფიცის, პიტის, ჩანსიანოს). ტოსკანას უნიკალური კულინარიული ტრადიციები გააჩნია, ცნობილია თავის ღვინოებით.

ტოსკანიდან ექვსი ობიექტი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი: ფლორენციის ისტორიული ცენტრი (1982), სიენის ისტორიული ცენტრი (1995), პიზის კათედრალის მოედანი (1987), სან-ჯიმინიანოს ისტორიული ცენტრი (1990), პიენცის ისტორიული ცენტრი (1996) და ვალ-დ’ორჩა (2004). გარდა ამისა, ტოსკანას გააჩნია 120-მდე დაცული ბუნების ნაკრძალი. ამ ყოველივეს შედეგად, ტოსკანა და მისი დედაქალაქი ფლორენცია ძლიერ პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობებია, რომლებიც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავს. თავის მხრივ ფლორენცია წელიწადში 10 მლნ ტურისტს იღებს და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ქალაქია.[1]

ტოსკანა ადრე იყო რომაული ეტრურია, დასახლებული ეტრუსკებით ძვ.წ. 500 წელს. შუა საუკუნეებში გაყოფილი იყო ორ პატარა სახელმწიფოდ, რომლებიც XV-XVI საუკუნეებში ფლორენციის მმართველობის ქვეშ გაერთიანდნენ. 1861 წელს ტოსკანა იტალიის ნაწილი გახდა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტოსკანის ლანდშაფტი სიენის სიახლოვეს

ტოსკანას უხეში სამკუთხედის მოხაზულობა აქვს და მდებარეობს ტირენიის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილთან, ცენტრალურ აპენინებში. გარს არტყავს და გადაკვეთს მთავარი მთაგრეხილები, ცოტაა (მაგრამ ძლიერ ნაყოფიერი) დაბლობები, საბოლოო ჯამში რელიეფი გორაკ-ბორცვიანია. მეურნეობის ძირითადი დარგია სოფლის მეურნეობა.

მთებს უკავია რეგიონის ტერიტორიის 25 % — 5770 კმ², ვაკეებს კი 8,4 %, რომელთა უმრავლესობაც ემთხვევა მდინარე არნოს ველებს.

რეგიონის კლიმატი სანაპირო არეალებში რბილია, შიდა ნაწილებში კი უფრო უხეში და ნალექიანი, ტემპერატურის მნიშვნელოვანი რყევით ზამთარსა და ზაფხულს შორის[2], რასაც განაპირობებს აქტიური ფრიზი, რაც ერთ დროს განაპირობებდა რეგიონის ყველაზე უხვმოსავლიანობას ძველ რომში.[3]

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტოსკანის რეგიონი ადმინისტრაციულად ათ პროვინციად იყოფა:

ტოსკანის პროვინციები
პროვინცია ფართობი (კმ²) მოსახლეობა სიმჭიდროვე (ად./კმ²)
არეცოს პროვინცია 3232 345 547 106,9
ფლორენციის პროვინცია 3514 983 073 279,8
გროსეტოს პროვინცია 4504 225 142 50
ლივორნოს პროვინცია 1218 340,387 279,5
ლუკას პროვინცია 1773 389 495 219,7
მასისა და კარარის პროვინცია 1157 203 449 175,8
პიზის პროვინცია 2448 409 251 167,2
პისტოიის პროვინცია 965 289 886 300,4
პრატოს პროვინცია 365 246 307 674,8
სიენის პროვინცია 3281 268 706 81,9

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Caroline Bremner. (11 Oct 2007) Top 150 City Destinations: London Leads the Way. Euromonitor International. წაკითხვის თარიღი: 10 March 2010.
  2. TOSCANA - Geography and history. წაკითხვის თარიღი: 9 March 2011. Text finalised in March 2004 - Eurostat.
  3. Military (Discovery network) Channel documentary series: "Rome: Power and Glory", episode title: "The Grasp of an Empire", copyright unknown, rebroadcast 11-12:00 hrs EDST, 2009-06-29.