შინაარსზე გადასვლა

ხამეს როდრიგესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხამეს როდრიგესი
ხამეს როდრიგესი 2018 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ხამეს დავიდ როდრიგეს რუბიო
დაბადების
თარიღი
12 ივლისი, 1991 (1991-07-12) (33 წლის)
დაბადების
ადგილი
კუკუტა, კოლუმბია
სიმაღლე 180 სმ
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ევერტონი
ნომერი 19
ახალგაზრდული კარიერა
2005–2006 ენვიგადო
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2006–2008 ენვიგადო 30 (9)
2008–2010 ბანფილდი 42 (5)
2010–2013 პორტუ 63 (25)
2013–2014 მონაკო 34 (9)
2014–2020 რეალ მადრიდი 85 (29)
2017–2019   ბაიერნი 43 (14)
2020– ევერტონი 5 (3)
ეროვნული ნაკრები
2007 კოლუმბია 17 წლ. 11 (3)
2011 კოლუმბია 20 წლ. 5 (3)
2011– კოლუმბია 78 (22)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 17 ოქტომბერი, 2020
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 14 ოქტომბერი, 2020

ხამეს დავიდ როდრიგეს რუბიო (ესპ. James David Rodríguez Rubio; დ. 12 ივლისი, 1991, კუკუტა) — კოლუმბიელი ფეხბურთელი. ფეხბურთის გულშემატკივრებში უფრო ცნობილია როგორც ხამესი. „ევერტონისა“ და კოლუმბიის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი. 2014 წლის ბრაზილიისა და 2018 წლის რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე კოლუმბიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[1][2][3]

2014 წელს ის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად იყო მიჩნეული.[4][5][6]

ფეხბურთის სპეციალისტების საყოველთაო შეფასებით, იგი ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა როგორც ფიზიკური მომზადების, ასევე, ტექნიკური და ტაქტიკური თვალსაზრისით, როგორც გამთამაშებელს (ე. წ. ფლეიმეიქერს) და შემტევ ნახევარმცველს გააჩნია მოედნის საუცხოო ხედვა — შეტევის ორგანიზების როგორც საწყის, ისე დასკვნით ფაზებში. გუნდის ლიდერისთვის დამახასიათებელ თვისებებთან, მათ შორის, გამორჩეულ ბრძოლისუნარიანობასა და გამძლეობასთან ერთად — ხასიათდება აგრეთვე, მეტოქეთათვის მოულოდნელი, სწრაფი, არაორდინალური და ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღების უნარით, რასაც ხშირად გადამწყვეტი წარმატება მოუტანია მისი გუნდისთვის. ფლობს ძლიერ და ზუსტ დარტყმას. მიიჩნევენ თავისი თანამემამულის, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კოლუმბიელი ფეხბურთელის — კარლოს ვალდერამას ღირსეულ მემკვიდრედ.[7][8][9]

კოლუმბიური „ენვიგადოსა“ და არგენტინული „ბანფილდის“ შემდეგ ხამეს როდრიგესი 2010 წელს პორტუგალიური ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე სახელოვან კლუბში — „პორტუში“ აგრძელებს საკლუბო კარიერას, სადაც 2012 წელს პორტუგალიის პრიმეირა ლიგის წლის საუკეთესო მოთამაშედ სახელდება. მას გადაეცა პორტუგალიური ოქროს ბურთი და ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ეს პრიზი მიიღო.[10][11]

2013 წელს როდრიგესი „პორტუდან“ 45 მილიონ ევროდ „მონაკოში“ გადავიდა და მეორე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა კოლუმბიის ისტორიაში რადამელ ფალკაოს შემდეგ და ერთ-ერთი უძვირესი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში.[12]

ფრანგული კლუბის შემადგენლობაში ხამეს როდრიგესმა საფრანგეთის ჩემპიონატის 2013–2014 წლის სეზონის 34 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. „მონაკოს“ მაისურით კოლუმბიელმა ლეგიონერმა 9 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.

2014 წლის მუნდიალის შემდეგ, მადრიდის „რეალმა“ და „მონაკომ“ ხამეს როდრიგესის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. მადრიდის კლუბმა „მონაკოს“ 80 მლნ ევრო გადაუხადა. ამ ტრანსფერით გახდა ყველა დროის უძვირესი კოლუმბიელი ფეხბურთელი, რომელმაც ესპანეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბთან ექვსწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

2017 წლის 11 ივლისს ოფიციალურად გამოცხადდა მადრიდის „რეალსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის მიღწეული შეთანხმება, რომლის მიხედვით „ბაიერნმა“ ხამეს როდრიგესის ორწლიანი იჯარის სანაცვლოდ 13 მლნ ევრო გადაუხდა ესპანურ კლუბს.

კოლუმბიის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში ის პირველად 2011 წელს 20 წლამდელთა გუნდში გამოჩნდა კაპიტნის რანგში, ტულონის საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირზე. ამის შემდეგ, როდრიგესი ასევე კაპიტანი იყო 2011 წლის ფიფა-ს ოც წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, რამაც მას გუნდის რეგულარული წევრობა მოუპოვა. გარდა ამისა, იგი 2014 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე სათამაშოდ შეარჩიეს. რადამელ ფალკაოს ტრავმამ როდრიგესი კოლუმბიის საკვანძო მოთამაშედ აქცია. 2019 წლის 26 მარტის მონაცემებით 2011 წლიდან კოლუმბიის ეროვნული ნაკრების ღირსება მან 70 შეხვედრაში დაიცვა და 22 ბურთი გაიტანა[13]

კოლუმბია
წელი მატჩი გოლი
2011 3 0
2012 7 2
2013 10 1
2014 12 9
2015 8 1
2016 12 4
2017 8 4
2018 8 1
2019 2 0
ჯამში 70 22

მსოფლიო ჩემპიონატებზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხამეს როდრიგესმა მსოფლიო ჩემპიონატების 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლი გაიტანა.[14] ბრაზილიის მუნდიალზე ჩატარებულ ხუთ შეხვედრაში გატანილი ექვსი გოლით მან ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულთან ერთად — მუნდიალის საუკეთესო გოლის ავტორის ჯილდო და ასევე, ფიფა-ს ფერენც პუშკაშის ჯილდოც მოიპოვა.[15][16][17][18][19]

ჩემპ. მასპინძელი პოზიცია შედეგი
2014 დროშა: ბრაზილია ბრაზილია კოლუმბიის დროშა 10 ნახევარმცველი 5 6 4 0 1
მეოთხედფინალი
2018 დროშა: რუსეთი რუსეთი კოლუმბიის დროშა 10 ნახევარმცველი 3 0 2 0 1
მერვედფინალი
არგენტინის დროშა ბანფილდი
არგენტინის პრიმერა დივიზიონი
  • აპერტურა: 2009
პორტუგალიის დროშა პორტუ
ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი
გერმანიის დროშა ბაიერნი
კოლუმბიის დროშა კოლუმბია
კოპა ამერიკა
  • მესამე ადგილი: 2016

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. FIFA.com (4 აპრილი, 2019). James Rodriguez დაარქივებული 2019-05-03 საიტზე Wayback Machine. . James Rodriguez was, without a doubt, one of the great sensations of Brazil 2014. Winner of the adidas Golden Boot and scorer of the Goal of the Tournament, the explosive attacking midfielder became Colombia’s talisman in the absence of the injured Radamel Falcao, and played a major role in Los Cafeteros’ historic run to the quarter-finals – their best-ever performance at a FIFA World Cup™. FIFA.com. წაკითხვის თარიღი: 3 მაისი, 2019.
  2. FIFA.com (4 ივლისი, 2014). Brazilian respect for James Rodriguez დაარქივებული 2019-03-31 საიტზე Wayback Machine. . James Rodriguez of Colombia is applauded by David Luiz and Marcelo of Brazil after the 2014 FIFA World Cup Brazil Quarter Final match between Brazil and Colombia at Estadio Castelao on July 4, 2014 in Fortaleza, Brazil. FIFA.com. წაკითხვის თარიღი: 3 მაისი, 2019.
  3. FIFA.com (6 მაისი, 2018). James Rodriguez: I want to reach the semis or Final. James Rodriguez has targeting helping Colombia record their best-ever FIFA World Cup™ finish in Russia and salivated over a potential clash with Germany in the knockout phase. FIFA.com. წაკითხვის თარიღი: 3 მაისი, 2019.
  4. FIFA.com (28 ოქტომბერი, 2014). James Rodriguez დაარქივებული 2019-05-03 საიტზე Wayback Machine. . While James Rodriguez’s abundance of skill, talent, vision and creativity was well-known, come the 2014 FIFA World Cup Brazil™ the attacking midfielder also unleashed an enviable eye for goal – a gift which proved vital in the absence through injury of Los Cafeteros’ leading front-man Radamel Falcao. FIFA.com. წაკითხვის თარიღი: 3 მაისი, 2019.
  5. The Guardian (20 დეკემბერი, 2012). The 100 best footballers in the world — interactive. The Guardian's choice of the world's top 100 footballers. The Guardian. წაკითხვის თარიღი: 3 მაისი, 2019.
  6. FIFA.com (5 ნოემბერი, 2016). Ronaldo supports Falcao, salutes James. Brazil legend Ronaldo has likened Falcao’s injury troubles to his own, hailed James Rodriguez and backed Colombia to reach the 2018 FIFA World Cup Russia™. FIFA.com. წაკითხვის თარიღი: 3 მაისი, 2019.
  7. Carl Worswick (27 ივნისი, 2014). James Rodríguez: the meteoric rise of a new Colombian football superstar. A youth prodigy given his big break by a suspected associate of Pablo Escobar, Rodríguez has taken Carlos Valderrama’s No10 shirt and may steal his crown as Colombia’s greatest ever player. The Guardian. წაკითხვის თარიღი: 3 მაისი, 2019.
  8. Alex Richards (28 ივნისი, 2014). World Cup 2014: Chief conductor James Rodriguez looking to lead as Colombia face Uruguay. The 22-year-old has shone for Jose Pekerman’s side in a central role and will look to dictate and dissect South American neighbours in Rio tonight. The Mirror. წაკითხვის თარიღი: 3 მაისი, 2019.
  9. Daily Mail (29 ივნისი, 2014). Carlos Valderrama: Colombia star James Rodriguez is the new me!. Colombia legend Carlos Valderrama believes the South American side have finally found his long-term successor in James Rodriguez, who has dazzled during the early stages of the World Cup in Brazil. Daily Mail. წაკითხვის თარიღი: 3 მაისი, 2019.
  10. FIFA.com (21 მარტი, 2013). South American hopefuls enter final straight — James Rodriguez დაარქივებული 2019-05-03 საიტზე Wayback Machine. . While most of the attention in Barranquilla will be focused on goal machine Radamel Falcao and local boy Teofilo Gutierrez, Colombia’s best chance of unlocking the Bolivian defence could well lie with attacking midfielder James Rodriguez, who has been making a name for himself lately with Porto. Still only 21, Rodriguez has become an essential part of Jose Pekerman’s attacking plans. Adept at creating space for his team-mates, he is also a playmaker and goalscorer rolled into one, having found the back of the net twice in the campaign to date. FIFA.com. წაკითხვის თარიღი: 3 მაისი, 2019.
  11. FIFA.com (14 იანვარი, 2012). FC Porto's Colombian forward James Rodriguez celebrates დაარქივებული 2020-10-21 საიტზე Wayback Machine. . FC Porto's Colombian forward James Rodriguez celebrates after scoring a goal during their Portuguese super league football match FC Porto vs Rio Ave at the Dragao Stadium in Porto, on January 14, 2012. FIFA.com. წაკითხვის თარიღი: 3 მაისი, 2019.
  12. CNN Sport (24 მაისი, 2013). Money bags Monaco splash out $90 million on Porto pair · James Rodriguez and Joao Moutinho. Portuguese champions Porto said the deal was worth 70 million euros ($90.6 million) with 21-year-old Colombian international striker Rodriguez valued at 45 million euros and midfielder Moutinho worth 25 million euros. CNN Sport. წაკითხვის თარიღი: 3 მაისი, 2019.
  13. National-Football-Teams.com (26 მარტი, 2019). James Rodríguez International statitistics. Club-statistics · Country-statitistics · Games. National Football Teams. წაკითხვის თარიღი: 3 მაისი, 2019.
  14. Player Profile for James Rodríguez in the Soccer World Cups. James Rodríguez in the World Cups. Information about James Rodríguez and his performace in the FIFA Soccer World Cup. Profile with general and detailed stats and data that include National Team, total games, goals and cards and full list of matches played. The Soccer World Cups.com. წაკითხვის თარიღი: 3 მაისი, 2019.
  15. FIFA.com (28 ოქტომბერი, 2014). James Rodriguez დაარქივებული 2019-05-03 საიტზე Wayback Machine. . Winner of the competition’s adidas Golden Boot and indisputably Colombia’s star man at Brazil 2014, his performances earned him a big-money move to Spanish giants Real Madrid – with whom he has started his Spanish La Liga adventure in typically stylish fashion. FIFA.com. წაკითხვის თარიღი: 3 მაისი, 2019.
  16. FIFA.com (12 ნოემბერი, 2014). James Rodriguez Goal: Winner FIFA Puskas Award 2014 დაარქივებული 2019-05-03 საიტზე Wayback Machine. . Colombia – Uruguay / Copa Mundial de la FIFA / 28 June 2014: There appeared little danger when Abel Aguilar directed a looping header towards James Rodriguez, whose back was to goal on the edge of the Uruguay box. However, the Colombia No10 exquisitely chested the ball over his head, swiveled instantly and unleashed a venomous, dipping volley which crashed in off the underside of the crossbar. FIFA.com. წაკითხვის თარიღი: 3 მაისი, 2019.
  17. FIFA.com (21 ივლისი, 2014). Rodriguez volley named Goal of the Tournament დაარქივებული 2019-05-03 საიტზე Wayback Machine. . There appeared little danger when Abel Aguilar directed a looping header towards James Rodriguez, whose back was to goal on the edge of the box, 28 minutes into Colombia’s Round of 16 game against Uruguay at the 2014 FIFA World Cup Brazil™. Yet two touches from heaven, and just two seconds later, Fernando Muslera’s net had rippled and the Maracana had exploded. FIFA.com. წაკითხვის თარიღი: 3 მაისი, 2019.
  18. FIFA.com (12 იანვარი, 2015). FIFA Puskás award 2014 – results დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. . James Rodriguez · Colombia – Uruguay / FIFA World Cup / 28 June 2014. FIFA.com. წაკითხვის თარიღი: 3 მაისი, 2019.
  19. The Guardian (29 ივნისი, 2014). Colombia vs Uruguay: James Rodríguez sizzle ends Uruguay's World Cup saga. James Rodríguez was afforded a deafening reception upon his departure five minutes from time here, the tournament’s leading scorer having scored the goals that eased his wonderfully impressive side into a quarter-final against Brazil on Friday. The 22-year-old had arrived at the tournament with his reputation established at Porto and after a year at Monaco, where he had cost the French club £40m, yet his effervescent displays at these finals are already making that fee seem a bargain. No opponent to date has found a way of stopping Colombia’s principal playmaker. The Guardian. წაკითხვის თარიღი: 3 მაისი, 2019.