მცხეთისჯვარი
| სოფელი | |
|---|---|
|
მცხეთისჯვარი | |
| ქვეყანა |
|
| მხარე | შიდა ქართლის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
| თემი | ალი |
| კოორდინატები | 42°06′01″ ჩ. გ. 43°39′01″ ა. გ. / 42.10028° ჩ. გ. 43.65028° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 800 მ |
| მოსახლეობა | 156[1] კაცი (2024) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
მცხეთისჯვარი (ცხეთიჯვარი) — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში (ალის თემი). შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე ჭერათხევის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 800 მეტრი. ხაშურიდან 28 კმ. სოფელში არის წმინდა მარინეს ნაეკლესიარი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ალის ციხის მიდამოებში ე. წ. „გასაყიდლიანთ ვენახში“ ნამოსახლარზე ნაპოვნი ჩინური მონეტა, რომელიც ერთადერთია საქართველოში. ნამოსახლარზე დადასტურებულია სამი კულტურული ფენა: გვიანბრინჯაოს ხანის, ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევრისა და განვითარებული შუა საუკუნეების ნამოსახლარი.
ინტენსიურობით გამოირჩევა განვითარებული ფეოდალური ხანის ფენა, რომელშიც აღმოჩნდა ჩინური მონეტა. ამავე ფენაში ნაპოვნია ერთი ქართული — გიორგი III-ის მონეტა.
მკვლევრები ზ. ბრაგვაძე და ა. დავითაშვილი ჩინური მონეტის შესახებ აღნიშნავენ:
ამ მონეტას ჩინეთში სუნის დინასტიის მმართველობის ხანაში ჭრიდნენ (960-1279 წწ.). არსებობდა ჩრდილოეთი (960-1127 წლები) და სამხრეთი (1127-1279 წლები) სუნის დინასტიები. აღნიშნული მონეტა სამხრეთი სუნის დინასტიის მმართველობის პერიოდს ეკუთვნის. მოჭრის თარიღი აღბეჭდილია მონეტის მეორე მხარეს, სადაც ზის ნიშანი „ლაუ“, რაც ნიშნავს — 6. ე. ი. მონეტა მოჭრილია მმართველობის მეექვსე წელს, ანუ 1200 წელს.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 251 ადამიანი.[2] 2014 წელს კი ფიქსირდება კლება, სოფელში ცხოვრობს 199 კაცი, საიდანაც 180 მამაკაცია, ხოლო 170 ქალი.[3]
| აღწერის წელი | მოსახლეობა |
|---|---|
| 1911[4] | 107 |
| 2002[5][6] | 251 |
| 2014[3] | 199 |
| 2024[1] | 156 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბრაგვაძე ზ., დავითაშვილი ა., მცხეთიჯვრის ელინისტური ხასიათის სამარხები, თბ. 1993
- ბრაგვაძე ზ., დავითაშვილი ა., „ჩინური მონეტა მცხეთიჯვრიდან“ // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 89 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1993 წელი. — გვ. 46-47
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 259.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგები. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2024). ციტირების თარიღი: 23 ივნისი 2026.
- ↑ 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-07-02.
- 1 2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 222.
- ↑ pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-07-02.
- ↑ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.