ლუბრუმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ლუბრუმანასოფლარი საქართველოში, ხაშურის მუნიციპალიტეტში, მდინარე ტილიანას აუზში, მის მარჯვენა ნაპირზე, შიდა ქართლის ვაკეზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნასოფლარი ლუბრუმა შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე ტილიანას აუზში მდებარეობს. ვახუშტი და იოანე ბატონიშვილები, აგრეთვე ქართული საისტორიო წყაროები ლუბრუმას იცნობენ ლუბრმად. იოანე ბატონიშვილის დროს ლუბრუმაში მოსახლეობა არ ჩანს (XVIII ს–ის 90–იანი წლები).

1715 წლის რუისის სამწყსოს დავთარში ლუბრუმიდან დაფიქსირებულია 11 კომლი საეკლესიო გლეხი. 1728 წლის თბილისის ვილაიეთის დიდი დავთრის მიხედვით ლუბრუმა ექვემდებარება ამილახვარს. აქ 13 კომლია დაფიქსირებული. ლუბრუმა იტრიელი ჩხეიძეების კუთვნილი სოფელია. 1737 წლის ერთ–ერთი საბუთიდან ჩანს, რომ მას სეხნია ჩხეიძე ფლობს. უფრო ადრე, 1584 წელს, გიორგი ბატონიშვილი ლუბრუმას იტრიის ეკლესიას წირავს. 1693 წლის 20 აპრილს ქაიხოსრო ბატონიშვილი ლუბრუმაში ოთხი დღის მიწას წირავს იტრიის ღვთისმშობლის ეკლესიას.

1700 წლის 12 აპრილს ერეკლე I-ის მეუღლე ანა, იტრიის ეკლესიას ხელმეორედ წირავს და უმტკიცებს ლუბრუმაში ადრე ბოძებულ თორმეტი დღის მიწას. XVIII საუკუნის 70–იან წლების შემდეგ ლუბრუმა ვეზირიშვილების ხელში გადასულა.

სულხან–საბა ორბელიანის მიხედვით, ლუბრუმას მნიშვნელობა ასეთია ,,მდინარე ღრმა და მდოვრე".

ნასოფლარ ლუბრუმას ტერიტორიაზე მდებარეობს ლუბრუმის ღვთისმშობლის ეკლესია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლაცაბიძე თ., ,,ოსიაური", ხაშური, 2013 წ. გვ. 19–20