შინაარსზე გადასვლა

მატერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მატერა
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები იტალიის დროშა იტალია | ქვეყნის დროშა2 | name = იტალიის დროშა იტალია | variant = | size =

}}
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, iv, v
რეგიონი ევროპა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1993  (მე-17 სესია)
ნომერი 670
Map
https://www.comune.mt.it/
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 670
ინგლ.რუს.ფრ.

მატერა (იტალ. Matera) — ქალაქი და პროვინცია იტალიის სამხრეთში, ბაზილიკატის რეგიონში. მდებარეობს პატარა კანიონის გასწვრივ, რომელიც წლების განმავლობაში პატარა ნაკადულმა გრავინამ ამოჭრა. 2008 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 60 310 ადამიანს შეადგენს.

ტერირტორია, რომელზეც დღეს მატერა მდებარეობს, ჯერ კიდევ პალეოლითის ხანიდანაა დასახლებული. ქალაქი ძვ. წ. III საუკუნეში რომაელებმა დააარსეს და კონსულ ლუის კაესილიუს მეტელუსის პატივსაცემად მეტეოლა უწოდეს. ახ. წ. 664 წელს, ქალაქი ლომბარდიელებმა დაიპყრეს და ის ბენევენტოს სათავადოს შემადგენელ ნაწილად აქციეს. VII-VIII საუკუნეებში, მატერას მიმდებარე გამოქვაბულები ბენედიქტურმა და ბერძნულ-მართლმადიდებლურმა სამონსატრო ინსტიტუციებმა აითვისეს. X საუკუნე ქალაქის ისტორიაში ბრძოლებით ხასიათდება, რომელიც სარაცინებს, ბიზანტიელებსა და საღვთო რომის იმპერიას შორის მიმდინარეობდა, რომლის იმპერატორმა ლუი II-მ მატერა დაანგრია.

აპულიაში ნორმანების დასახლების შემდეგ, 1043 წელს ქალაქი აპულიის ჰერცოგის, უილიამ რკინისმკლავიანის მმართველობაში გადავიდა.

1993 წელს, იუნესკომ ქალაქი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: