ნოტინგემი დაახლოებით VII საუკუნეში ჩამოყალიბდა დასახლებად მერსიის სამეფოში და კელტურ ენაზეTigguo Cobauc (გამოქვაბულების ადგილი) ეწოდებოდა. მას შემდეგ, რაც ქალაქი საქსების მმართველობაში გადავიდა Snotingaham (სნოტის ხალხის საცხოვრებელი) ეწოდა, საიდანაც ქალაქის დღევანდელი სახელწოდება ჩამოყალიბდა.
867 წელს ნოტინგემი დაიპყრეს დანიელმა ვიკინგებმა და ქალაქი დანელაგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი გახდა.
ნოტინგემთან არის დაკავშირებული რობინ ჰუდის ლეგენდა, ქალაქში მითური ყაჩაღის ქანდაკებაც დგას.