დიდი რეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიდი რეგიონი (ყველანაირი დამატების გარეშე) არის ნეიტრალური სახელწოდება და ევროპის ადმინისტრაციაში ჰქვია სხვადასხვა სახელმწიფოს მოსაზღვრე რაიონებისაგან შემდგარ დიდ სივრცეს.

ცნება დიდი რეგიონი ლუქსემბურგის, ლოთარინგიის, ზაარის მხარის, რაინლანდ-პფალცისა და ვალონიის გეოგრაფიული სივრცის სახელწოდებად 2000 წლიდან დამკვიდრდა. ამგვარი შემოკლების მიზეზი გახდა ამ სივრცისთვის ახალი საერთო და ყველა მხარისთვის მისაღები სახელის შერჩევასთან დაკავშირებული სირთულე.

ლუქსემბურგის, ლოთარინგიის, ზაარის მხარის, რაინლანდ-პფალცისა და ვალონიის (ევროპის) დიდი რეგიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

'დიდი რეგიონი' არის ევროპის ევროპის კავშირის ერთ–ერთი რეგიონთაგანი და პოლიტიკურად იგი ზაარ–ლორ–ლუქსის მთავარი სივრცისაგან წარმოდგა და წარმოადგენს 1998 წელს ზაარის მხარეს, ლოთარინგიას, ლუქსემბურგს, ტრირსა და დასავლეთ პფალცს შორის ხელშეკრულებით გაფორმებული კულტურული თანამშრომლობის ერთგვარ გაგრძელებას.

დიდი რეგიონი არ არის ამავე ტერიტორიაზე მდებარე ევრორეგიოს იდენტური ცნება.

სახელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპის დიდი რეგიონს დღემდე არ აქვს სპეციფიკური სახელი. ახალი სახელის შერქმევის ყველა მცდელობა ჯერჯერობით უშედეგოდ დამთავრდა და ამიტომაცაა რომ სახელწოდება „ლუქსემბურგის, ზაარლანდის, რაინლანდ–პფალცისა და ვალონიის დიდი ევროპული რეგიონი“ შემოკლებით უბრალოდ დიდი რეგიონად იწოდება.

ამ სივრცის კიდევ ერთი თავისებურება არის ისიც, რომ სიტყვა „დიდი რეგიონი“ ყოველთვის კონკრეტულ ქალაქთან ერთად მოიხსენიება; მაგ.; ლუქსემბურგი და დიდი რეგიონი.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]