შინაარსზე გადასვლა

პაფოსი (ქალაქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პაფოსი.
ქალაქი
პაფოსი
Πάφος

პაფოსის პორტი
ქვეყანა კვიპროსის დროშა კვიპროსი
კოორდინატები 34°46′00″ ჩ. გ. 32°25′00″ ა. გ. / 34.76667° ჩ. გ. 32.41667° ა. გ. / 34.76667; 32.41667
დაარსდა ძვ. წ. 300
ფართობი 18.09 კმ²
ცენტრის სიმაღლე 72±1 მეტრი
მოსახლეობა 35 961 (2019),
32 892 (2011),
31 738 (2001)
სასაათო სარტყელი UTC+2 და UTC+3
სატელეფონო კოდი 26
საფოსტო ინდექსი 8049 და 8010
ოფიციალური საიტი https://pafos.org.cy
პაფოსი (ქალაქი) — კვიპროსი
პაფოსი (ქალაქი)
პაფოსი
ქვეყანა კვიპროსის დროშა კვიპროსი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, vi
რეგიონი აზია და ოკეანეთი
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1980  (მე-4 სესია)
ნომერი 79
Map
https://pafos.org.cy
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 79
ინგლ.რუს.ფრ.

პაფოსი (ბერძ. Πάφος, თურქ. Baf) — ქალაქი კვიპროსის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. წარმოადგენს ამავე სახელწოდების რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს.

ქალაქი იყოფა ორ ნაწილად კატო პაფოსი (ქვემო პაფოსი) და პანო პაფოსი (ზემო პაფოსი). ზემო ქალაქს ეწოდება კტიმა, სადაც მდებარეობს ქალაქის ცენტრი, სადაც განლაგებულია ადმინისტრაციული ნაგებობები. ქვემო ქალაქში კი მდებარეობს ღირსშესანიშნაობების უმეტესი ნაწილი, სასტუმროები, საიუველირო მაღაზიები, ბარები და რესტორნები.

გადმოცემის თანახმად ქალაქი წარმოადგენს ბერძნული მითოლოგიის სიყვარულის ქალღმერთის აფროდიტეს სამშობლოს. აქ შემორჩენილია რომაული პერიოდის ნანგრევები. 1980 წლიდან, ქალაქი შედის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

ბერძნული მითოლოგიის თანახმად ქალაქის ლაჟვარდოვან სანაპიროსთან ახლოს დაიბადა, სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთი აფროდიტე, რომელიც წარმოიშვა ზღვის ქაფიდან. უმეტესობა ადგილებისა ქალაქში დაკავშირებულია ქალღმერთის სახელთან, აქედან ყველაზე ცნობილია აფროდიტეს კლდე და აფროდიტეს ტაძარი.

პაფოსში არის ტიპური ხმელთაშუაზღვიური კლიმატი, ნალექების დიდი რაოდენობით, რომელიც მოდის ნოემბრიდან მარტამდე. ზაფხულში პრაქტიკულად არ წვიმს. ტენიანობამ შეიძლება ავიდეს 85%-მდე.

თოვლი არის იშვიათი, დაახლოებით 10 წელიწადში ერთხელ.

მაქსიმალური ტემპერატურა აღწევს 35 ° C.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: