გრაცი (გერმ.Graz, სლოვ.: Gradec), 2005 წელს 285.470 მოსახლეობით სიდიდით მეორე ქალაქი ავსტრიაში და ფედერალური მიწის შტირია (შტაიერმარკი) დედაქალაქი. მას ხანგრძლივი ტრადიცია აქვს როგორც სტუდენტური ქალაქის, სადაც ექვსი უნივერსიტეტია 40.000 სტუდენტით. გრაცის ძველი ქალაქი ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახული ქალაქის ცენტრთაგანია ცენტრალურ ევროპაში და შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. 2003 წელს გრაცს მიენიჭა ევროპის კულტურული დედაქალაქის წოდება.