უმეო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
უმეო
Umeå
გერბი

ქვეყანა შვედეთის დროშა შვედეთი
კოორდინატები 63°49′30″ ჩ. გ. 20°15′50″ ა. გ. / 63.82500° ჩ. გ. 20.26389° ა. გ. / 63.82500; 20.26389
დაარსდა 1622
პირველი ხსენება 1314
ფართობი 34,15 კმ²
ცენტრის სიმაღლე 12 მეტრი
მოსახლეობა 79 594 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 2 331 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ხოლო ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 090
საფოსტო ინდექსი 90X XX
ოფიციალური საიტი umea.se
უმეო — შვედეთი
უმეო

უმეო (შვედ. Umeå) — ქალაქი ჩრდილოეთ შვედეთში. უმეოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი და ვესტრებოტენის ლენის დედაქალაქი. გაშენებულია მდინარე უმეელვენზე. მდებარეობს სტოკჰოლმიდან 600 კმ-ით ჩრდილოეთით და პოლარული წრიდან 400 კმ-ით სამხრეთით.

უმეო ნორლანდის რეგიონის უდიდესი და შვედეთის სიდიდით მე-12 ქალაქია, 2010 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 79 594 ადამიანს შეადგენს, მთლიანად მუნიციპალიტეტის კი 115 229-ს. 1965 წელს ქალაქში უნივერსიტეტი დაარსდა და ამ მომენტიდან მოსახლეობამ სწრაფი ზრდა იწყო, 30 წელში იგი გაორმაგდა. 2011 წლის მონაცემებით, ყოველწლიურად შენდება 700 - 8000 ახალი აპარტამენტი.

უმეო შვედეთის საგანმანათლებლო, ტექნიკური და სამედიცინო კვლევების ცენტრია, ორი უნივერსიტეტითა და 30 000 სტუდენტით. 2014 წლისთვის არჩეულია ევროპის კულტურულ დედაქალაქად.

პირველ წერილობით წყაროებში უმეო XIV საუკუნეშია მოხსენიებული.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=უმეო&oldid=4431566“-დან