შინაარსზე გადასვლა

ტიმიშოარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ტიმიშოარა
Timişoara

ქალაქის ძველი ნაწილი
დროშა გერბი

ქვეყანა რუმინეთის დროშა რუმინეთი
ჟუდეცი ტიმიში
კოორდინატები 45°45′35″ ჩ. გ. 21°13′48″ ა. გ. / 45.75972° ჩ. გ. 21.23000° ა. გ. / 45.75972; 21.23000
მმართველი Dominic Fritz[1]
პირველი ხსენება XIII საუკუნე
ფართობი 130,5 კმ²
ცენტრის სიმაღლე 89
მოსახლეობა 303 708[2] კაცი (2011)
სიმჭიდროვე 2350 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი +40 256
საფოსტო ინდექსი 300001–300789
საავტომობილო კოდი TM
ოფიციალური საიტი primariatm.ro
ტიმიშოარა — რუმინეთი
ტიმიშოარა

ტიმიშოარა (რუმ. Timişoara) — რუმინეთის სიდიდით მესამე ქალაქი. ბანატის ისტორიული რეგიონის ცენტრი. ქვეყნის დასავლეთით მდებარე ტიმიშის ჟუდეცის ადმინისტრაციული ცენტრი.

ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება XIII საუკუნეში, მაშინ როდესაც იგი თათრებმა აიღეს. XIV საუკუნეში იგი იყო მცირე ციხესიმაგრე. უნგრეთის მეფე კარლ რობერტმა, რომელიც ამ მხარეს 1307 წელს სტუმრობდა, ბრძანა სასახლის აგება, ხოლო XV საუკუნეში გარკვეული პერიოდი აქ იყო იანოშ ხუნიადის რეზიდენცია. ტიმიშოარა უნგრეთის სამეფოს პირველი ქალაქია, რომელმაც თავისი გერბი მიიღო (1365).

1552 წელს ტიმიშოარა აიღო ოსმალეთის ჯარებმა. 160 წლის განმავლობაში ტემეშვარის ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრია. ქალაქმა განიცადა ისლამის ძლიერი გავლენა. აშენდა მეჩეთი. 1716 წელს, მას შემდეგ, რაც ევგენი სავოიელმა ქალაქი გაათავისუფლა თურქებისაგან, ჰაბსბურგებმა წაშალეს ოსმალთა კვალი და ქალაქის ცენტრი ბაროკოს სტილზე ააშენეს.

ავსტრია-უნგრეთის დაშლის შემდეგ ქალაქი სერბეთის შემადგენლობაში შევიდა, ხოლო 1919 წელს უკვე რუმინეთის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაშია. 1930-იან წლებში აქ აშენდა მართლმადიდებლური ეკლესია — ტიმოშოარის ტაძარი.

1989 წლის 16 დეკემბერს ტიმიშოარაში დაწყებული მღელვარებით რუმინეთის რევოლუცია დაიწყო, რომელსაც ნიკოლაე ჩაუშესკუს ხელისუფლების დამხობა მოჰყვა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. https://www.digi24.ro/alegeri-locale-2020/video-victoria-lui-dominic-fritz-la-alegerile-locale-sarbatorita-in-strada-la-timisoara-1375252
  2. Timis County at the 2011 census Romanian. INSSE (February 02, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-06. ციტირების თარიღი: 15 июля 2012.