ბრიტები
ბრიტები (ლათ მხ. რ. Britto. შესაძლებელია ძველი კელტური ფუძიდან Britt, ინგლ. Brythons) — კელტური ტომები, ბრიტანეთის კუნძულების ძირითადი მოსახლეობა ძვ.წ. VIII ს.-დან ახ.წ. V ს.-მდე; მათი ნაწილი გაანადგურეს ანგლოსაქსებმა, ნაწილი გადასახლდა უელსსა და შოტლანდიაში, აგრეთვე ბრეტანში (კონტინენტზე).
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრიტებს ჰქონდათ თემურ-გვაროვნული წყობილება, რომლის გადმონაშთები შემორჩათ რომაელთა ბატონობის ხანაშიც (I ს. შუა წლები — V ს. დასაწყისი). იბრძოდნენ რომაელთა ბატონობის წინააღმდეგ. ანგლო-საქსთა მიერ ბრიტანეთის დაპყრობის ხანაში (V—VI სს.) ბრიტების ნაწილი შემუსრეს, ნაწილი მონებად და ლეტებად აქციეს, ნაწილი უელსში, შოტლანდიასა და არმორიკის ნახევარკუნძულზე გაიხიზნა. ბრიტანეთში დარჩენილი ბრიტები მომავალი ინგლისელების ეროვნების ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი გახდნენ.
რკინის ხანის კელტური ტომები ბრიტანეთში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცენტრალური ბრიტანეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დობუნები — თანამედროვე გლოსტერშირი, ჰერეფორდშირი, ოქსფორდშირი და უესტ–მიდლენდსი
- იცენები — თანამედროვე ნორფოლკი, საფოლკი და კემბრიჯშირი
- კატუველაუნები — თანამედროვე ჰარტფორდშირი, კემბრიჯშირი და დიდი ლონდონი ტემზიდან ჩრდილოეთით
- კორიტანები — თანამედროვე ლინკოლნშირი, ლესტერშირი და სტაფორდშირი
- კორნოვიები — თანამედროვე ჩეშირი, დერბიშირი და შროპშირი
- პარიზიები — თანამედროვე იორკშირის აღმოსავლეთ რაიდინგი
- ტრინოვანტები — თანამედროვე ესექსი და საფოლკი
ჩრდილოეთ ბრიტანეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბრიგანტები — თანამედროვე იორკშირი, კამბრია, ლანკაშირი და დარემი
- ვოტადინები — ჩრდილოეთ ნორტუმბერლენდი, შოტლანდიის საზღვრები და აღმოსავლეთ ლოტიანი
- დამნიები — სტრატკლაიდი
- კალედონელები — შოტლანდიის მაღალმთიანეთი
სამხრეთ ბრიტანეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ანკალიტები — სავარაუდოდ ტემზის ველი, ლონდონის დასავლეთით
- ატრებატები (ერთ–ერთი ბელგების ტომებისგან) — თანამედროვე ჰემპშირი, ტემზის ველი
- ბელგები — თანამედროვე ჰემპშირი და გლოსტერშირი
- ბიბროკები — თანამედროვე ბერკშირი
- დუროტრიგები — თანამედროვე სომერსეტი და დორსეტი
- დუმნონიები (დუმნონები) — თანამედროვე დევონი, კორნუოლი და სომერსეტი
- კანტიაკები (კანტიები) — თანამედროვე კენტი
- რეგნიები — თანამედროვე სურეი და სუსექსი
დასავლეთ ბრიტანეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- განგანიები (ერთ–ერთი ორდოვიკების ტომებისგან) — ნახევარკუნძული ლაინი
- დეკეანგლიები — თანამედროვე ფლინტშირი და დენბიშირი
- დემეტები — თანამედროვე პემბრუკშირი, კერედიგიონი და კარმარტენშირი
- ორდოვიკები — ჩრდილო–დასავლეთ უელსი: ისტორიული გვინედი და ჩრდილოეთ პოუისი
- სილურები — სამხრეთ–აღმოსავლეთ უელსი: ისტორიული გლამორგანი, მონმუტშირი და სამხრეთ პოუისი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 528.