უილიამ I დამპყრობელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან უილიამ I (ინგლისი))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უილიამ I დამპყრობელი

უილიამ I დამპყრობელი (ფრანგ. Guillaume de Normandie, ინგლ. William the Conqueror; 1027 - 1087 9 სექტემბერი) — ინგლისის პირველი ნორმანი მეფე 1066 წლიდან სიკვდილის ბოლომდე, 1087 წლამდე. 1035 წლიდან სიკვდილის ბოლომდე ასევე იყო ნორმანდიის ჰერცოგი უილიამ II-ის სახელით. ინგლისის დაპყრობამდე, ის „უილიამ ნაბიჭვრის“ სახელით იყო ცნობილი, იმის გამო, რომ იგი უკანონო შვილი იყო.

ადრეული ცხოვრება და ოჯახი[რედაქტირება]

უილიამი დაიბადა 1028 წელს[1][2] ნორმანდიული ქალაქის, ფალეზის ციხეში. ის იყო ნორმანდიის ჰერცოგის, რობერტ I-ისა და ადგილობრივი გლეხი ქალის, არლეტის (იგივე ჰერლევის) უკანონო შვილი. ტრადიციულად, დედამისი, ფალეზელი დაბაღის შვილად მიიჩნევა, თუმცა ორდერიკ ვიტალისის მიხედვით, უილიამის ბაბუა, ფულბერი ჰერცოგის სასახლის კამერდინერი იყო.[3] რობერტს ჰყავდა ქალიშვილიც, ადელაიდე, სავარაუდოდ ასევე არლეტისაგან. არლეტი რობერტის სიკვდილის შემდეგ გათხოვდა არლუინ დე კონტევილზე და ოთხი შვილი ჰყავდა, მათ შორის ოდო, მომავალი ბაიოს ეპისკოპოსი და რობერტი, რომელიც შემდეგ გახდა მორტენის გრაფი.[4]

1035 წელს რობერტი წმინდა მიწის მოსალოცად გაემგზავრა და წასვლამდე ნორმანდიელი ბარონები აიძულა უილიამი ეცნოთ მის მემკვიდრედ. დაბრუნებისას, იგი ნიკეაში გარდაიცვალა და საჰერცოგო მცირეწლოვან უილიამს დაუტოვა.

ნორმანდიის ჰერცოგი[რედაქტირება]

ნორმანდიის ჰერცოგს მრავალი გეგმა ჰქონდა მათ შორის ინგლისის დაპყრობაც. 1065 წელს ინგლისის მეფე ედუარდ აღმსარებელმა (1042-1066 წწ.) მას მეფედ გახდომა აღუთქვა. თუმცა სიკვდილის წინ პირობა დაარღვია და გვირგვინი გრაფ ჰაროლდ უესექსელს გადასცა. ამან განარისხა უილიამი, ვინაიდან იგი თვლიდა რომ ინგლისი ჩაიბარა. 1066 წლის 27 სექტემბერს ნორმანები ინგლისში, სამხრეთ სასექსში გადასხდანენ და ჰასტინგზის ციხე ააგეს ნორმანდიიდან ჯარის გადმოყვანის მიზნით. 14 ოქტომბერს ჰაროლდი 8 000 კაციანი ლაშქრით გამოჩნდა. ნორმანები და ანგლო-საქსები შეიბნენ. უილიამს უჭირდა ეფექტური შეტევების განხორციელება მაგრამ ბოლოს ხერხი იხმარა და გაიმარჯვა. ჰაროლდი ბრძოლაში დაიღუპა. ასევე დაიღუპნენ მისი ძმები გრიტი და ლეოთვინგი. უილიამს უესტმინსტერის სააბატოში გვირგვინი დაადგეს. მოგვიანებით ნორმანებმა ლონდონი აიღეს. უილიამმა ქვეყნის მართვა ენერგიულად დაიწყო. უილიამის მმართველობის პერიოდში მრავალი ციხესიმაგრე აშენდა. 1070 წელს ჰასტინგზის ციხე ქვით მოპირკეთდა და ახალი სახე მიიღო სანამ შტორმმა არ დააზიანა ციხის სამხრეთი ნაწილი. იგი იყო ნორმანდიის ჰერცოგიც და ინგლისის მეფეც. გარდაიცვალა 1087 წელს. მის მოღვაწეობას აგრძელებდნენ უილიამ მეორე (1087-1100 წწ.) და ჰენრი I (1100-1135 წწ.). ამ უკანასკნელის მმართველობის დროს ნორმანდიის საჰერცოგოს ძლიერებამ პიკს მიაღწია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. "უილიამ დამპყრობელი" მონარქიის ისტორია
  2. დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია. ზოგი ვერსიით, ის დაიბადა 1027 ან 1029 წელს.
  3. მეთიუ ბენეტი - ნორმანთა ლაშქრობის კამპანიები, 2001, გვ.17
  4. დევიდ დუგლასი - უილიამ დამპყრობელი, 1964, გვ. 382