ბოლონია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბოლონია
Bologna
ბოლონიის პანორამა
ბოლონიის პანორამა
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
რეგიონი ემილია-რომანია
კოორდინატები 44°30′27″ ჩ. გ. 11°21′05″ ა. გ. / 44.50750° ჩ. გ. 11.35139° ა. გ. / 44.50750; 11.35139
ადრეული სახელები ველზნა/ფელსინა, ბონა, ბონონია
ფართობი 140.7 კმ²
ზღვის დონე 54
მოსახლეობა 384,038 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 2,700 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+1
სატელეფონო კოდი +39051
საფოსტო ინდექსი 40100
ოფიციალური საიტი http://www.comune.bologna.it

ბოლონია მდებარეობა იტალია

Red pog.svg

ბოლონია (იტალ. Bologna, ემილ. Bulåggna, ლათ. Bononia) — ქალაქი ჩრდილოეთ იტალიაში, ემილია-რომანიის რეგიონის უდიდესი ქალაქი და ბოლონიის პროვინციის დედაქალაქი. იტალიის ქალაქებს შორის მოსახლეობით მე-7, მდებარეობს 1-მილიონიანი მიტროპოლიტური სივრცის (იტალიის ხელისუფლების მიერ ოფიციალურად აღიარებული, როგორც città metropolitana) ცენტრში. ქალაქში ცხოვრობს დაახლოებით 384,038 მოქალაქე (2012).

პირველი დასახლების პერიოდი ძვ. წ. 1000 წლიდან იწყება. ქალაქი ურბანულ ცენტს წარმოადგენდა ჯერ ეტრუსკებისა (სახ:ველზნა/ფელსინა) და კელტების (სახ:ბონა), შემდეგ რომაელების (სახ:ბონონია) დროს. შუა საუკუნეებში კი წარმოდგენილი იყო, როგორც თავისუფალი მუნიციპალიტეტი (ერთი საუკუნის განმავლობაში მოსახლეობის მიხედვით ევროპაში იგი სიდიდით მე-5 ქალაქი იყო). 1088 წელს დაარსებული, დასავლეთის სამყაროს უძველესი უნივერსიტეტის Alma Mater Studiorum-ის მქონე ბოლონია, ათასობით ჩამოსული სტუდენტების მასპინძელია, რომლებიც ქალაქის სოციალურ და კულტურულ ცხოვრებას ამდიდრებენ. ცნობილი თავისი კოშკებით და გრძელი პორტიკებით, ბოლონიას კარგად შემონახული ისტორიული ცენტრი აქვს (იტალიაში ერთ-ერთი უდიდესი), ეს კი 1970-იან წლებში დაწყებული კონსერვაციისა და ფრთხილი აღდგენის პოლიტიკის დამსახურებაა. ამ უბნის დაზიანება, უმეტესად XIX საუკუნეში მიმდინარე ურბანულმა ნგრევებმა და სხვადასხვა ომებმა გამოიწვია.

ბოლონია მნიშვნელოვანი კულტურული და შემოქმედებითი ცენტრია, მისი ღირსშესანიშნაობრივი მნიშვნელობა შეიძლება მიწერილ იქნას როგორც მონუმენტების და არქიტექტურული ნაგებობების (შუა საუკუნეების კოშკების, ანტიკური შენობების, ეკლესიების) ჰომოგენურ ნაზავს, ასევე ხელოვნების ნიმუშებს, რომლებიც პირველი კლასის არქიტექტურული და ხელოვნებითი ისტორიის დამსახურებაა. ბოლონია მნიშვნელოვანი სატრანსპორტო გზაჯვარედინია ჩრდილოეთ იტალიის გზების და სარკინიგზო ხაზებისთვის, ბოლონიაში ასევე მრავალი მექანიკური, ელექტრონული და კვების ინდუსტრიის სათავო ოფისია. ყველაზე ბოლო 2009 წლის ევროპის რეგიონული ეკონომიკის ზრდის ინდექსის (E-REGI) მიხედვით, ბოლონია იტალიაში პირველი და ევროპაში 47-ე ქალაქია მისი ეკონომიკური ზრდის ინდექსის მიხედვით[1].

ბოლონია პრესტიჟული კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინსტიტუტების სამშობლოა, ისევე, როგორც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სავაჭრო გამოფენების რაიონი. 2000 წელს იგი ევროპის კულტურულ დედაქალაქად იქნა არჩეული[2], ხოლო 2006 წელს UNESCO-ს მიერ „მუსიკის ქალაქად“. 2010 წელს შანხაიში გასამართ მსოფლიო გამოფენაზე მონაწილეობის მისაღებად ბოლონია მსოფლიოს სხვა 45 ქალაქთან ერთად იქნა შერჩეული. ბოლონია ასევე იტალიის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალაქია, ხოლო ქვეყნის მასშტაბით სიცოცხლის ხარისხნის მიხედვით ხშირად ხვდება მოწინავე ადგილებზე: 2011 წელს იტალიის 107 ქალაქიდან ამ მაჩვენებლით იგი პირველ ადგილზე გავიდა[3].

სქოლიო[რედაქტირება]

  1. European growth cities. City Mayors. წაკითხვის თარიღი: 2014-01-24.
  2. Bologna history – Bologna culture – Bologna – attractions in Bologna – art Bologna – history guide Bologna. Travelplan.it. წაკითხვის თარიღი: 2010-04-19.
  3. Qualità della vita. Il Sole 24 ORE. წაკითხვის თარიღი: 2011-12-05.