ზემო ოსიაური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზემო ოსიაური

ზემო ოსიაურის ხედი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი
თემი ოსიაური
კოორდინატები 42°00′19″ ჩ. გ. 43°38′10″ ა. გ. / 42.00528° ჩ. გ. 43.63611° ა. გ. / 42.00528; 43.63611
ცენტრის სიმაღლე 680
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1059[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზემო ოსიაური — საქართველო
ზემო ოსიაური
ზემო ოსიაური — შიდა ქართლი
ზემო ოსიაური
ზემო ოსიაური — ხაშურის მუნიციპალიტეტი
ზემო ოსიაური

ზემო ოსიაური — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში, შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე სურამულას (მტკვრის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ოსიაურის თემის ცენტრი (სოფლები: ახალსოფელი, ზემო ოსიაური, ქვემო ოსიაური). ზღვის დონიდან 680 მეტრი, ხაშურიდან 4 კილომეტრი. სოფელში 2006 წლის 1 იანვრის მონაცემებით ცხოვრობს 425 კომლი, სულ 1376 ადამიანი. სოფელში დგას ზემო ოსიაურის ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართულ ისტორიულ წყაროებსა და დოკუმენტებში XVI საუკუნის 80-იანი წლებიდან გვხვდება. ხალხში გავრცელებული თქმულების მიხედვით, სოფელს ოსები დასხმიან და „აურევიათ“ (აუკლიათ). მართალია „ამრევ“ ოსებს ბევრი ვერაფერი დაუკლიათ, მოსახლეობა ღირსეულად დახვედრია და გაღმა, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს გაურეკიათ მომხვდურები, მაგრამ სოფელს სახელად - ოსიაური, ოსებისგან არეული, შერჩენია.

პროფ. ალ. ღლონტს მიაჩნია, რომ ოსიაურის ადრინდელი სახელწოდება ზღუდელია (თუმცა ეს მოსაზრება უარყოფილია სხვა მეცნიერების მიერ). ეს მოსაზრება ეყრდნობა იმ გარემოებას, რომ აქ არის სალოცავი, რომელიც ცნობილია ზღუდერის წმ. გიორგის ეკლესიის სახელით, სოფელში იცის სახალხო დღესასწაული ზღუდრობა.

პირველი დოკუმენტი, რომელშიც ოსიაური მოიხსენიება, არის გიორგი ბატონიშვილის შეწირულობის სიგელი იტრიის ეკლესიისადმი. 1584 წელს, დოროთეოზის თხოვნით იტრიის ეკლესიას გიორგი ბატონიშვილმა - სიმონ მეფის შვილმა შესწირა ოსიაურს მალიძე შოშიტაი მისითა შვილითა და მამულითა. აქვე, ოსიაურში იტრიის ეკლესიას სწირავს გიორგი ბატონიშვილი ვენახს ნატბევში, აგრეთვე სამ ხოდაბუნს. ამავე წლის დოროთეოზ კათალიკოსის იტრიის ეკლესიისადმი შეწირულობის სიგელიდან ირკვევა, რომ დოროთეოზს ჯერ კიდევ XVI საუკუნის 20-იან წლებში გიორგი IX-გან შეუძენია ოსიაურში ხოდაბუნები, ხოლო იტრიის ეკელსიის აშენების შემდეგ ეს ხოდაბუნები მისთვის შეუწირავს. აქვეა დაფიქსირებული გიორგი ბატონიშვილის მიერ ოსიაურში იტრიის ეკლესიისადმი შენაწირიც:

ვიკიციტატა
„კიდევ სამი ხოდაბუნნი მიწანნი ოსიაურს, გასამძღვრული არის ნატბევშია. კიდევ ნასყიდი მიწები შუაველას ერთი ხოდაბუნი - ეს ყუალა გიორგი მეფისაგან მოსყიდული და მოქრთამებული არი.“

ოსიაურის მსგავსი სახელწოდების სოფელი გვხვდება ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდ. ოსიაურიხევის (ალაზნის აუზი) ნაპირზე. გუდაუთის მუნიციპალიტეტში არის სოფელი ოსიაარხუ.[2]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1354 ადამიანი.[3] 2014 წელს კი ფიქსირდება კლება, სოფელში ცხოვრობს 1059 კაცი, საიდანაც 522 მამაკაცია, ხოლო 537 ქალი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002[4][5][6] 1354
2014[1] 1059

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. ოსიაურის ტერიტორიული ორგანო
  3. 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2013-01-12.
  4. pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2013-01-12.
  5. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
  6. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.