შინაარსზე გადასვლა

გრუპი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გრუპი (ინგლ. groupie) — პიროვნება, რომელიც მუსიკოსთან ან რომელიმე ცნობილ პიროვნებასთან ემოციურ და სექსუალურ ურთიერთობებს ამყარებს. ტერმინი „Groupie“ წარმოდგება სიტყვისგან „group“ (ჯგუფი, ანუ მუსიკალური ჯგუფი).

მუსიკის ისტორიაში ცნობილია მრავალი გრუპი. ასეთი იყო ნენსი სპენჯენი, შემდგომში ჯგუფ სიდ ვიშეზის, სექს პისტოლზის ვოკალისტის მეუღლე.

სხვადასხვა მუსიკოსისა თუ ჯგუფის შემოქმედებაში არსებობს სიმღერები გრუპიების შესახებ. ასეთია The Beatles-ის She Came in Through the Bathroom Window. იგი ეძღვნება რამდენიმე გოგონას, რომელიც ჯგუფის სახლში აბაზანის ფანჯრიდან შეიპარა. მაიკლ ჯექსონის სიმღერა Dirty Diana ასევე ეძღვნება გრუპის. ჯგუფ პინკ ფლოიდის ალბომის The Wall პერსონაჟი პინკი, სიმღერაში Young Lust ეძებს ურთიერთობას „ბინძურ გოგონასთან“ და საკუთარი სასტუმროს ნომერში გრუპი მიჰყავს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]