A Pillow of Winds

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„A Pillow of Winds“
სიმღერა, შემსრულებელი – პინკ ფლოიდი, ალბომიდან Meddle
გამოსვლის თარიღი 30 ოქტომბერი, 1971 (აშშ)
5 ნოემბერი, 1971 (ინგლისი)
ჩაიწერა ივლისი 1971
სტუდია Morgan ლონდონი
აგვისტო 1971
სტუდია AIR Studios, ლონდონი
ჟანრი პროგრესული როკი
ენა ინგლისური
ხანგრძლივობა 5:11
ხმისჩამწერი ლეიბლი EMI
ავტორი დევიდ გილმორი, როჯერ უოტერსი
Meddle - სიმღერები

A Pillow of Winds — რიგით მეორე სიმღერა პინკ ფლოიდის ალბომზე Meddle.[1][2]

სიმღერა სრულდება აკუსტიკურ გიტარაზე და ოდნავ უცნაურია იმით, რომ მასში სასიყვარულო თემაზეა საუბარი (რაც პინკ ფლოიდის კომპოზიციებში იშვიათობაა). სიმღერის მუსიკის ავტორია დევიდ გილმორი, ხოლო ტექსტი - როჯერ უოტერსი. გილმორი ამ სიმღერაში ასევე სლაიდ გიტარაზე უკრავს.

კომპოზიცია სოლ მაჟორის ტონალობაში სრულდება, მაგრამ მისი შუა, შედარებით ბნელი ნაწილი (and the candle dies) - პარალელურ, სოლ მინორშია დაცული.

ნიკ მეისონის თქმით, სიმღერის სათაური მომდინარეობს მაჯონგის თამაშიდან, რომლითაც ჯგუფის წევრები ერთობოდნენ საკონცერტო ტურნეს დროს.

სხვადასხვა ვერსიით, ტექსტში ჟღერს სტრიქონი the wind is raw (და არა the wind is warm) და Now wakes the hour (და არა Now wakes the owl), თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდი იყო. Meddle-ის 2011 წლის (კომპილაცია Discovery) და Pink Floyd Records-ის 2016 წლის გამოცემაში შეტანილ ბუკლეტში კვლავ არის მითითებული the wind is warm.

სიმღერა არასოდეს შესრულებულა ჯგუფის ან მისი წევრების სოლო კონცერტებზე.

იაპონიაში 1971 წელს გამოიცა პრომოსინგლი სიმღერით (ნომერი კატალოგში 4Rs-322). მის b-მხარეზე წარმოდგენილია „One Of These Days“.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, 7th, Edinburgh: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. Mabbett, Andy (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. London: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.