შინაარსზე გადასვლა

Doctor Who

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Doctor Who
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა, დრამა
ავტორი სიდნი ნიუმენი, დონალდ უილსონი, სესილ ედვინ უებერი
სცენარი სხვადასხვა
რეჟისორი სხვადასხვა
მონაწილეობენ სხვადასხვა, ამჟამად - ჯოდი უიტეკერი
თემის კომპოზიტორი რონ გრეინერი
მთავარი თემა Doctor Who-ს მუსიკალური თემა
კომპოზიტორ(ებ)ი დელია დერბიშირი
ქვეყანა ბრიტანეთი
ენა ინგლისური
სეზონი 26 (1963–89) და ტელეფილმი (1996)
სერია 13 (2005–დღემდე)
ეპიზოდი

874 (97 დაკარგულია)

303 სიუჟეტი (ეპიზოდების სია)
წარმოება
პროდიუსერ(ებ)ი სხვადასხვა
ხანგრძლივობა 25 წთ. (1963–84, 1986–89)
45 წთ. (1985, 2005–დღემდე)
სხვადასხვა ხანგრძლივობა
ეთერი
ორიგინალური არხი BBC One
პირველად ეთერში 23 ნოემბერი, 1963
დაკავშირებული შოუები
რესურსები ინტერნეტში
საიტი

დოქტორ ვინ (ინგლ. Doctor Who) — ბრიტანული სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის ტელესერიალი. იგი შექმნილია BBC-ის მიერ და ითვლის 36 სეზონს და 1 მხატვრულ ფილმს.

სერიალში ნაჩვენებია თავად დოქტორის თავგადასავალი. იგი არის დროის მბრძანებელი პლანეტა გალიფრეიდან. როგორც ყველა დროის მბრძანებელს, მას შეუძლია რეგენირება, ამიტომაც იცვლის სხეულს, როგორც კი სიკვდილის მოახლოებას იგრძნობს. დოქტორი დროსა დი სივრცეში მოგზაურობს ტარდისით, რომელიც მგრძნობიარე კოსმოსური ხომალდია. ხშირად მას თან ახლავს კომპანიონები, თუმცა სხვადასხვა ცივილიზაციებისა და რიგითი ინდივიდების გადარჩენისას უამრავი მტერიც გაიჩინა.

დოქტორი არის ამბოხებული დროის მბრძანებელი გალიფრეიდან. მისი ნამდვილი სახელი არ არის ცნობილი, მან აირჩია სახელი დოქტორი როგორც პირობა რომელსაც არასოდეს დაარღვევდა, მისი ერთადერთი ინკარნაცია რომელმაც პირობა დაარღვია არის ჯონ ჰიორტის ომის დოქტორი.

დოქტორიმსახიობიწლები
პირველი დოქტორიუილიამ ჰერტნელი1963–1966
მეორე დოქტორიპატრიკ ტროუტონი1966–1969
მესამე დოქტორიჯონ პერტვი1970–1974
მეოთხე დოქტორიტომ ბეიკერი1974–1981
მეხუთე დოქტორიპიტერ დევისონი1981–1984
მეექვსე დოქტორიკოლინ ბეიკერი1984–1986
მეშვიდე დოქტორისილვესტერ მაკ-კოი1987–1989, 1996 [1][2][3]
მერვე დოქტორიპოლ მაკ-გენი1996
ომის დოქტორიჯონ ჰარტი2013
მეცხრე დოქტორიკრისტოფერ ეკლესტონი2005
მეათე დოქტორიდეივიდ ტენანტი2005–2010
მეთერთმეტე დოქტორიმეტ სმითი2010–2013[4]
მეთორმეტე დოქტორიპიტერ კაპალდი2013-2017[5]
მეცამეტე დოქტორიჯოდი უიტეკერი2018-2022
მეთოთხმეტე დოქტორიდეივიდ ტენანტიმომავალი
მეთხუთმეტე დოქტორინკუტი გატვამომავალი


დოქტორს მის თავგადასავლებზე ხშირად კომპანიონები დაყვება. კომპანიონები სერიალის დასაწყისიდანვე, 1963 წელში იყო. დოქტორის პირველი კომპანიონები იყო თავისი შვილიშვილი სიუზან ფოურმანი (კაროლ ენ ფორდი) და მისი მაწავლებლები ბარბარა რაითი (ჯაქუილინ ჰილი) და იან ჩესტერტონ (ვილიამ რასელი). კლასიკურ დოქტორ ვინ-ში კომპანიონებიდან აღსანიშნავია სარა ჯეინ სმითი (ელისაბედ სლეიდენი), ჯო გრანტი (კეტი მანინგი) და რომანა (მერი ტამი და ლალა ვარდი).

მეცხრე დოქტორის პირველი და ერთადერთი მთავარი კომპანიონი იყო როუზ ტაილერი (ბილი პაიპერი), რომელმაც გააგრძელა მოგზაურობა მეათე დოქტორთან ერთად. მეათე დოქტორის დანარჩენი მთავარი კომპანიონები იყო მართა ჯოუნსი (ფრიმა აგიემანი), დონა ნოუბლი (კატერინ ტეიტი). მეთერტმეტე დოქტორის მთავარი კომპანიონებია: ემი პონდი (კერენ გილანი), რორი უილიამსი (არტურ დარვილი) და კლარა ოსვალდი (ჯენა კოულმენი), რომელმაც გააგრძელა მოგზაურობა მეთორმეტე დოქტორთან.

ზოგი კლასიკური კომპანიონი მოგვიანებითაც გამოჩნდა, მაგალითად სარა ჯეინი, რომელიც ისეთი პოპულარი გახდა, რომ მას მიეძღვნა ტელესერიალი „სარა ჯეინის თავგადასავლები“ (2007-2011).

დოქტორმა თავის თავგადასავლებში ბევრი მტერი გაიჩინა. აქედან აღსანიშნავია: დალეკები, კიბერმენები, მასტერი, დავროსი, ზიგონები, სონტარანელები, ავტონები, მაკრა, ყინოლის მეომრენი, მაღალი ინტელიგენცია, მტირალა ანგელოზები, სიჩუმე, უდები, ჯუდონები და სლითინის ოჯახი (რაქსაკორიკოფალაპატორიანები).

დალეკები უძველესი ბოროტმოქმედებია დოქტორ ვინ-იდან. ისინი პირველად გამოჩნდნენ 1963 წელს დოქტორ ვინ-ის მეორე სერიაში - დალეკები. დალეკი ჰგავს რვაფეხას მისი საბრძოლო ჯავშანის გარეშე. ისინი არიან კალედებისგან შექმნილი მუტანტები, რომელიც დავროსმა შექმნა. მათი ცნობილი ფრაზა არის "განადგურება".

კიბერმენები არიან კიბორგები რომლებიც ადრე ადამიანები იყვნენ. მათი ცნობილი ფრაზები არის "წაშლა" და "განახლება".

მასტერი დოქტორის მთავარი მტერია. ის ამბოხებული დროის ლორდია რომელსაც მთელი მსოფლიოს დაპყრობა სურს. მასტერს სხვადასხვა მსახიობები თამაშობდა, იმიტომ რომ ისიც დროის ლორდია და რეგენერაცია შეუძლია. მას თამაშობდა როჯერ დელგადო, პიტერ პრატი, ჯეოფრეი ბივერსი და ანტონი ეინლი. 1996 წელს მასტერი დაბრუნდა დოქტორ ვინ-ის ტელევიზიურ ფილმში და მას თამაშობდა ერიკ რობერტსი.

მასტერი თანამედრობე სერიებშიც გამოჩნდა, მას თამაშობდა დერეკ ჯაკობი, ჯონ სიმი და მიშელ გომესი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Official episode guide. BBC (31 March 2008). ციტირების თარიღი: 31 March 2008.
  2. Episode Guide — Seventh Doctor Index. Doctor Who — Classic Series. BBC. ციტირების თარიღი: 30 July 2011.
  3. TV Movie cast & crew. BBC. ციტირების თარიღი: 15 April 2008.
  4. Tim Masters (1 June 2013). „Matt Smith to leave Doctor Who at the end of year“. BBC News Online.
  5. „Doctor Who: Peter Capaldi revealed as 12th Doctor“. BBC News Online. 4 August 2013.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Doctor_Who&oldid=4888049“-დან