Crying Song
„Crying Song“ | ||||
---|---|---|---|---|
სიმღერა, შემსრულებელი – პინკ ფლოიდი, ალბომიდან More | ||||
გამოიცა | Lupus Music Co. Ltd | |||
გამოსვლის თარიღი |
13 ივნისი 1969 (ბრიტანეთი) 9 აგვისტო 1969 (აშშ) | |||
ჩაიწერა | მარტი 1969 | |||
ჟანრი | ფსიქოდელიური როკი | |||
ხანგრძლივობა | 3:34 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი |
EMI Columbia (ბრიტანეთი) Tower (აშშ) | |||
ავტორი | როჯერ უოტერსი | |||
პროდიუსერი | პინკ ფლოიდი | |||
More - სიმღერები | ||||
|
„Crying Song“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა. იგი არის რიგით მესამე კომპოზიცია 1969 წლის ალბომზე More.[1][2] სიმღერა პასტორალის მსგავსი ბალადაა, დევიდ გილმორის მშვიდე ვოკალით.
შექმნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სიმღერის კომპოზიციური მხარე სტანდარტულ ხალხურ ბალადებს ჰგავს, თუმცა გამონაკლისია მეორე აკორდი. იგი არის რე მაჟორში, ტრიტონით. ამ კონტექსტში რე მაჟორის ბემოლი დისონანსურია და მთელი ტაქტის განმავლობაში ჟღერს. იგი ქმნის მძინარე, სურეალისტურ ატმოსფეროს. სიმღერაში არის ოთხი სტროფი, გაერთიანებული გიტარისა და ბასის უნისონში ჟღერადობით.
ინსტრუმენტული შესრულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სიმღერა იწყება რიჩარდ რაიტის ვიბრაფონზე შესრულებით. დევიდ გილმორი უკრავს აკუსტიკურ გიტარაზე და სლაიდ-გიტარაზე დაბოლოებისას. თავდაპირველად იგი ვოკალური პარტიის მსგავსია, რიტმული ვარიაციების თანხლებით. ნელ-ნელა იგი გადადის ცალკე მელოდიაში, თუმცა ინარჩუნებს ძირითად მელოდიურ სახეს. ეს მიდგომა ტიპიურია გილმორის გვიანდელი სტილისთვის. სიმღერაში როჯერ უოტერსი უკრავდა Fender Precision Bass-ზე, ხოლო ნიკ მეისონი უბრალოდ იყენებს სამუშაო დოლზე.
პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- დევიდ გილმორი — კლასიკური აკუსტიკური გიტარა, ელექტრონული სლაიდ-გიტარა, წამყვანი ვოკალი
- რიჩარდ რაიტი — ვიბრაფონი
- ნიკ მეისონი — სამუშაო დოლი
- როჯერ უოტერსი — ბას-გიტარა
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- სიმღერის სრული ტექსტი საიტზე MetroLyrics
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5.
- ↑ მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.
|