A Spanish Piece
| „A Spanish Piece“ | ||||
|---|---|---|---|---|
| სიმღერა — პინკ ფლოიდი | ||||
| ალბომიდან More | ||||
| გამომცემელი | Lupus Music Co. Ltd | |||
| გამოსვლის თარიღი |
13 ივნისი 1969 (ბრიტანეთი) 9 აგვისტო 1969 (აშშ) | |||
| ჩაიწერა | მარტი 1969 | |||
| ჟანრი | ფსიქოდელიური როკი, ინსტრუმენტული როკი, ფლამენკო, პასოდობლე | |||
| ხანგრძლივობა | 1:04 | |||
| ხმისჩამწერი ლეიბლი |
EMI Columbia (ბრიტანეთი) Tower (აშშ) | |||
| ავტორ(ებ)ი | დეივიდ გილმორი | |||
| პროდიუსერი | პინკ ფლოიდი | |||
| More – სიმღერები | ||||
| ||||
„A Spanish Piece“ — პროგრესულ როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის მოკლე, რიგით მეთორმეტე კომპოზიცია 1969 წლის ალბომზე More.[1][2] იგი ჯგუფის პირველი კომპოზიციაა, რომლის ავტორად მხოლოდ დეივიდ გილმორია მითითებული. კომპოზიციის სამუშაო სახელწოდება იყო „Spanish Music“.
მუსიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კომპოზიცია ინსტრუმენტულია და პასოდობლეს სტილის ფლამენკო-გიტარით არის გაჯერებული (თუმცა ფილმში „მეტი“ მოქმედება ესპანურ ივისაზე მიმდინარეობს, სადაც ხალხური მუსიკა ფლამენკოს ჟანრის არ არის). კომპოზიციას ახლავე უკანა ფონზე როჯერ უოტერსის საუბრები, კერძოდ - მთვრალ მდგომარეობაში მიმართვები უცნობი ქალის მისამართით და ფრაზით „მომაწოდე ტეკილა, მანუელ“.
როჯერ უოტერსი: „გვითხრეს, რომ ერთ-ერთ ფრაგმენტში ესპანურ ბარში რადიოში მუსიკა უნდა ყოფილიყო, ამიტომ ამის მსგავსი რაღაც უნდა ჩაგვეწერა. შუა ჩანაწერისას დეივიდმა განასახიერა საუბარი.“
კომპოზიცია ჯგუფის კონცერტებზე არ შესრულებულა.
პერსონალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დეივიდ გილმორი — ესპანური გიტარა, ბას-დოლი და ვოკალიზაცია
- როჯერ უოტერსი — ვოკალიზაცია
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5.
- ↑ მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.
| ||||||||||||||||