Cirrus Minor (სიმღერა)
იერსახე
„Cirrus Minor“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — პინკ ფლოიდი | ||||
ალბომიდან More | ||||
გამოსვლის თარიღი | 27 ივლისი 1969 | |||
ჩაიწერა | მარტი 1969 | |||
ჟანრი | ფსიქოდელიური როკი | |||
ხანგრძლივობა | 5:15 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი |
EMI Columbia (ბრიტანეთი) Tower (აშშ) | |||
ავტორ(ებ)ი | როჯერ უოტერსი | |||
პროდიუსერი | პინკ ფლოიდი | |||
More – სიმღერები | ||||
|
„Cirrus Minor“ — პროგრესულ როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა.[1] იგი არის რიგით პირველი კომპოზიცია 1969 წლის ალბომიდან More.[2]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კომპოზიცია დაახლოებით 5 წუთსა და 15 წამს გრძელდება. მისი ავტორია როჯერ უოტერსი. სიმღერაში წამყვან ვოკალს დევიდ გილმორი ასრულებს, ხოლო რიჩარდ რაიტი ორგანზე უკრავს. სიმღერა ჰალუცინოგენურ, პასტორალურ განწყობას ატარებს, დომინირებს ორგანი და ჩიტების ხმები. სიმღერა აგრეთვე შეტანილია კრებულში Relics.
სიმღერაში დასარტყმელი საკრავები არ ჟღერს. დასაწყისში გამოყენებულია ჩიტების ხმა ჩანაწერიდან „Dawn Chorus“, ხოლო ცალკე ჩიტის ხმა ბულბულის არის. ყველა ხმოვანი ეფექტი აღებულია EMI-ს არქივებიდან.
სიმღერა კონცერტებზე არასოდეს შესრულებულა
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.
- ↑ სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5.
|