შინაარსზე გადასვლა

Bike (სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Bike“
სიმღერაპინკ ფლოიდი
ალბომიდან The Piper at the Gates of Dawn
გამოსვლის თარიღი 5 აგვისტო 1967
ჩაიწერა 21 მაისი 1967
ჟანრი ფსიქოდელიური როკი, კონკრეტული მუსიკა
ხანგრძლივობა 3:21
ხმისჩამწერი ლეიბლი Columbia/EMI (ბრიტანეთი) Capitol (აშშ)
ავტორ(ებ)ი სიდ ბარეტი
პროდიუსერი ნორმან სმითი
The Piper at the Gates of Dawnსიმღერები
Echoes: The Best of Pink Floyd — სიმღერების სია

Bike — მეთერთმეტე და უკანასკნელი კომპოზიცია პინკ ფლოიდის სადებიუტო სტუდიური ალბომიდან The Piper at the Gates of Dawn (1967).[1][2]

სიდ ბარეტის მიერ დაწერილი ამ სიმღერის ტექსტში ჟღერს ავტორის მიმართვა უცნობი გოგონას მისამართით. ავტორი მას სთავაზობს ველოსიპედს (რომელიც მან სხვისგან ითხოვა), მოსასხამს, უსახლკარო თაგვს სახელად „ჯერალდი“ და მთელ რიგ კოჭას თაფლაკვერის კაცუნებს. უკანასკნელ სტროფს მოჰყვება ინსტრუმენტული სექცია, რომელსაც შეიძლება ეწოდოს „კონკრეტული მუსიკა“. სიმღერის ბოლოს ავტორი სთავაზობს გოგონას მუსიკალური მელოდიებით სავსე ოთახში შესვლას და ჟღერს სხვადასხვა დასაქოქი მოწყობილობის ხმა, რომელთა შორის არის საათის ზარები და ვიოლინო. სიმღერა სრულდება აჩქარებული სიცილის ჩანაწერით, რომლებიც მრავალჯერ მეორდება და რამდენიმე ფენად გამრავლებული, ერთმანეთს ედება. სიმღერა ეძღვნებოდა ბარეტის მეგობარ ჯენი სპაირზს, რომელიც ნახსენებია იმავე ალბომის სიმღერაში Lucifer Sam.

პინკ ფლოიდმა სიმღერა საკუთარი გამოსვლებისას რამდენიმეჯერ შეასრულა.

ჯგუფის წევრებმა (უოტერსის გარეშე) „Bike“ შეასრულეს სხვა მუსიკოსებთან ერთად სიდ ბარეტისადმი მიძღვნილ საღამოზე „Madcap's Last Laugh“ (2007).

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X. 

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]