შინაარსზე გადასვლა

ელეონორ ტოლედოელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელეონორ ტოლედოელი
ფლორენციის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 6 იანვარი 1537
მმართ. დასასრული: 17 დეკემბერი 1562
წინამორბედი: მარგარეტ პარმელი
მემკვიდრე: იოჰანა ავსტრიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1522
დაბ. ადგილი: ტოლედო, ესპანეთი
გარდ. თარიღი: 17 დეკემბერი 1562 (40 წლის)
გარდ. ადგილი: პიზა, იტალია
მეუღლე: კოზიმო I მედიჩი
შვილები: მარია მედიჩი
ფრანჩესკო I, ტოკანის ჰერცოგი
ისაბელა, ბრასიანოს ჰერცოგინია
ჯოვანი, კარდინალი
ლუკრეცია, მოდენის ჰერცოგინია
გარსია მედიჩი
ფერდინანდო I, ტოსკანის ჰერცოგი
პიეტრო მედიჩი
სრული სახელი: ელეონორ ალვარეს დე ტოლედო ი ოსორიო
დინასტია: ალბა
მამა: პედრო ალვარეს დე ტოლედო, ნეაპოლის გუბერნატორი
დედა: მარია ოსორიო
რელიგია: კათოლიციზმი

ელეონორ ტოლედოელი (იტალ. Eleonor di Toledo; დ. 1522 — გ. 17 დეკემბერი, 1562) დაბ. დონა ელეონორ ალვარეს დე ტოლედო ი ოსორიო — ესპანელი დიდგვაროვანი. ფლორენციის ჰერცოგინია 1539 წლიდან გარდაცვალებამდე,[1] როგორც კოზიმო I-ის მეუღლე. იგი იყო ფლორენციის რეგენტი მეუღლის არყოფნისას. [2]

ელეონორი დაიბადა ესპანეთის ქალაქ ტოლედოში, იგი იყო ნეაპოლის გუბერნატორ დონ პედრო ალვარეს დე ტოლედოსა და მისი მეუღლის, მარია ოსორიოს მეორე ქალიშვილი.[3] გარდა ნეაპოლისა მამამისი მართავდა ქალაქ ტოლედოსაც, ხოლო მისი უფროსი ძმა ალბას ჰერცოგი იყო.

ელეონორი XVI საუკუნის სილამაზის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებდა, გრძელი შავი თმა, თაფლისფერი თვალები, იყო ძალიან თეთრკანიანი, ჰქონდა ოვალური ფორმის სახე, რომელიც ნათლად ჩანს მის პორტრეტებში. ამრიგად, იგი სასურველი პატარძალი იყო ნებისმიერი არისტოკრატიული ოჯახისათვის. [4]

ამ პერიოდისათვის ფლორენციის ჰერცოგი, კოზიმო I მედიჩი საცოლეს ეძებდა. თავდაპირველად მან თავისი ბიძაშვილის, ალესანდრო I-ის ქვრივის, მარგარეტ ავსტრიელის ხელი ითხოვა, რომელმაც დიდი თავშაკავებულობა გამოიჩინა და კოზიმოს უარი უთხრა. თუმცა, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს უარი არა მარგარეტის, არამედ მამამისის, იმპერატორ კარლ V-ის იდეა იყო, ვინაიდან მას ქალიშვილისათვის სულ სხვა გეგმები ჰქონდა.[5] ამის შემდგომ კოზიმომ თავისი არჩევანი ნეაპოლის მდიდარი გუბერნატორის ასულ ელეონორ ტოლედოელზე შეაჩერა. ელეონორის მამა სიხარულით დათანხმდა კოზიმოს წინადადებას, ვინაიდან მას ყოველთვის სურდა მონარქებთან დანათესავება. ეს ქორწინება სასარგებლო იყო ორივე მხარისათვის, ვინაიდან ელეონორის მზითვები და სილამაზე მედიჩებს ძალიან წაადგებოდათ, ელეონორის ოჯახი კი სტატუსს აიმაღლებდა. გარდა ამისა ელეონორს ნათესაური კავშირი ჰქონდა კასტილიის მეფეებთან და იმ პერიოდისათვის გაბატონებულ ჰაბსბჰურგებთან, რაც მედიჩებს უსაფრთხოების გარანტიას აძლევდა, ვინაიდან ჰაბსბურგები და ესპანელები ფლორენციის დაპყრობაზე ოცნებობდნენ.[6] თუმცა კოზიმო ქორწინებას მხოლოდ მაშინ დათანხმდა, როცა მისი მოთხოვნით ელეონორის მამამ ტოსკანიდან ესპანური ჯარები გაიყვანა.

1538 წლის 11 ივნისს კოზიმო პიზაში ჩავიდა თავის ძმასთან და შვიდ გალერასთან ერთად.[7] ელეონორი კი ამავე წლის 22 ივნისის დილას ჩავიდა პიზაში, კოზიმოსთან შესახვედრად. შეთანხმების თანახმად ელეონორი და კოზიმო პიზის ცენტრში შეხვდნენ ერთმანეთს. პიზაში ხანმოკლე ყოფნის შემდეგ წყვილი ფლორენციაში გაემგზავრა.[8] 29 ივლისს წყვილი საზეიმოდ შევიდა ქალაქში, სადაც კოზიმო და ელეონორი სან-ლორენცოს ტაძარში დაქორწინდნენ. საქორწინო ცერემონიალი გრანდიოზული იყო.

ელეონორსა და კოზიმოს ხანგრძლივი და მშვიდი ქორწინება ჰქონდათ. ბევრის გასაკვირად, კოზიმო ყოველთვის მეუღლის ერთგული იყო, რაც დიდი იშვიათობა იყო იმ ხანის მონარქებში. ორივე ღრმადმორწმუნე კათოლიკე იყო და შესაბამისად რელიგიურად ცხოვრობდნენ.[9]

ელეონორ ტოლედოელი თავის ვაჟთან ერთად, 1545 წ.

ელეონორს ფლორენციელ ხალხში დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. იგი მოწყალე და გულუხვი იყო, რის გამოც ხალხს ძალიან უყვარდა. ასევე დიდი პატივისცემით სარგებლობდა მისი მეუღლე, კოზიმო. მისი წინამორბედი ჰერცოგი, ალესანდრო დე მედიჩი, ხალხში საშინელი ავტორიტეტით სარგებლობდა, ვინაიდან მას ჰქონდა სექსუალური გადახრები და ამასთან იყო უკანონოდ შობილი, ანუ კანონიერ ქორწინებაში არ იყო გაჩენილი. მამამისის ვინაობა სადავო იყო, მის მამად მოიაზრებოდა რომის პაპი კლემენტე VII და ასევე ურბინოს ჰერცოგი ლორენცო II მედიჩი, ვინაიდან ის მსახური ქალი, ვინც ალესანდრო გააჩინა, ორივესთან ჰქონდა რომანი. ამიტომაც არა მხოლოდ ფლორენციელებში, არამედ მთელს ევროპაში ალესანდროს ავტორიტეტი ძალიან დაბალი იყო.

ალესანდრო უშვილოდ გარდაიცვალა, რის გამოც ყველაზე ახლო მემკვიდრე, მისი გარე ბიძაშვილი კოზიმო იყო, სწორედ ასე გახდა იგი ჰერცოგი. ამიტომაც ელეონორის მსგავსი, მომხიბვლელი, ქველმოქმედი და ნაყოფიერი ჰერცოგინიით ხალხი მეტად კმაყოფილი იყო. მალე მან ქალიშვილი გააჩინა, 1541 წელს კი ვაჟიც გააჩინა. როდესაც ვაჟი წამოიზარდა კოზიმომ შვილისა და ცოლის პორტრეტის დახატვა მოითხოვა, რომელიც შემდგომ საძინებელში ჩამოკიდეს.

თავისი მმართველობის პერიოდში ელეონორი ხელს უწყობდა ფლორენციაში ხელოვნების აღორძინებას. იგი იმდენად ეხმარებოდა ხელოვან ადამიანებს, რომ მალე იტალიელი ხელოვანების უმრავლესობა ფლორენციაში დასახლდა. ელეონორი ასევე არის უამრავი კათოლიკური ტაძრის დამაარსებელი. იგი ასევე დაინტერესდა სოფლის მეურნეობითაც, ცდილობდა გლეხებისათვის ხელის შეწყობას და მოყვანილი მოსავლის ნაწილი ესპანეთში გაჰქონდა გასაყიდად, რაც დადებითად აისახა ფლორენციის ეკონომიკაზე. [10]

იგი ასევე მხარს უჭერდა თავისი ქმრის პოლიტიკას და ხშირად აძლევდა რჩევებსაც. კოზიმო მას იმდენად ენდობოდა, რომ მისი არ ყოფნისას რეგენტად ელეონორს ნიშნავდა. ამას გარდა მას იმიტომაც, უყვარდა ასე ძალიან მეუღლე, რომ მას შვიდი შვილი აჩუქა.[11]

ელეონორ ტოლედოელი 1560 წელს

ელეონორ ტოლედოელი გარდაიცვალა 1562 წელს, მალარიით. ფლორენციელი ისტორიკოსების გადმოცემით მედიჩთა ოჯახის წევრებიდან, ერთ-ერთი ყველაზე პომპეზური და ფუფუნების მოყვარული ადამიანი იყო. რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ ჰქონდა უამრავი საკუთარი პორტრეტი და ყოველთვის ექსტრავაგანტური კაბები ეცვა. მისი უძვირფასესი ტანისამოსი დღესაც ინახება პიტის სასახლეში. 1549 წელს მან სპეციალურად შეაკერინათ ძვირადღირებული კაბა, რომელიც მისივე დანაბარების მიხედვით კუბოში ჩააცვეს. ასევე მისი ბრძანებით გაარემონტეს მედიჩთა რამდენიმე სასახლე.[12]

დაკრძალვამდე კოზიმომ ბრძანა, რომ ელეონორის ბიუსტი შეექმნათ. ელეონორმა სიცოცხლეშივე უამრავი უალამაზესი მონასტერი დააარსა, რომლებშიც ძირითადად მიტოვებულ და ობოლ ბავშვებს ზრდიდნენ. ასევე მისი ბრძანებით ყოველ კვირას მცირე თანხებით ეხმარებოდნენ ომში დაღუპული ფლორენციელი ჯარისკაცების ოჯახებს. [13]

მისი გარდაცვალების შემდეგ საუკუნეების მანძილზე, დადიოდა მითი, რომ მისი 15 წლის ვაჟი გარსია მისიმა 19 წლის ვაჟმა ჯოვანიმ მოკლა 1562 წელს. თუმცა როგორც შემდეგ გაირკვა გარსია დედაზე მიჯაჭვული ბავშვი იყო და მისი გარდაცვალების შემდეგ თავი მოიკლა. [14]

პორტრეტი სახელი დაიბადა გარდაიცვალა მეუღლე ტიტული
მარია 3 აპრილი 1540 19 ნოემბერი 1557 არ ჰყავდა
ფრანჩესკო I 25 მარტი 1541 19 ოქტომბერი 1587 იოანა ავსტრიელი ტოსკანის დიდ ჰერცოგი
ისაბელა 31 აგვისტო 1542 16 ივლისი 1576 პაოლო ჯიორდანო I

ორსინი

ბრასიანოს ჰერცოგინია
ჯოვანი 29 სექტემბერი 1544 20 ნოემბერი 1562 არ ჰყავდა კარდინალი
ლუკრეცია 14 თებერვალი 1545 21 აპრილი 1561 ალფონსო II დ'ესტე ფერარის, მოდენისა და

რეჯოს ჰერცოგინია

გარსია 5 ივლისი 1547 26 დეკემბერი 1562 არ ჰყავდა
ფერდინანდო I 30 ივლისი 1549 17 თებერვალი 1609 კრისტინა

ლოთარინგიელი

ტოსკანის დიდ ჰერცოგი
პიეტრო 3 ივნისი 1554 25 აპრილი 1604 არ ჰყავდა

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Wilhelm Karl, Prinz zu Isenburg, Europäische Stammtafeln: Stammtafeln zur Geschichte der Europaischen Staaten, Neue Folge, Marburg, Germany: Verlag von J. A. Stargardt, vol. 3. pt. 3, 1985, tables 532b-533.
  • Landini, Roberta Orsi and Niccola Bruna, "Moda a Firenze 1540-1580: Lo stile di Eleonora di Toledo e la sua influenza", Mauro Pagliai, Italy 2005.
  • Liss, Peggy K. Isabel the Queen, New York: Oxford University Press, 1992, p. 165.
  • Roth, Norman. Conversos, Inquisition, and the Expulsion of the Jews from Spain, Madison, WI: The University of Wisconsin Press, 1995, pp. 150–151, 333.
  • Cesati, Franco (1999). Medici. Firenze: La Mandragora.
  • Giusti, Laura Baldini (2001). Pitti Palace. Livorno: Sillabe s.r.l.
  1. Her husband was not elevated to the status of Grand Duke of Tuscany until after her death. Giusti, p 11.
  2. Eisenbichler, Konrad (2001). The Cultural Politics of Duke Cosimo de' Medici. Aldershot: Ashgate Publishing. pp. xix.
  3. Cesati, p 75
  4. Brown, Judith C. & Benadusi, Giovanna eds.; Chojnacka, Monica trans. (2015). Medici Women: the making of a dynasty in grand ducal Tuscany. Toronto: Centre for Reformation and Renaissance Studies. p. 70.
  5. Brown, Judith C. & Benadusi, Giovanna eds.; Chojnacka, Monica trans. (2015). Medici Women: the making of a dynasty in grand ducal Tuscany. Toronto: Centre for Reformation and Renaissance Studies. p. 71.
  6. Cesati, p. 75.
  7. Brown, Judith C. & Benadusi, Giovanna eds.; Chojnacka, Monica trans. (2015). Medici Women: the making of a dynasty in grand ducal Tuscany. Toronto: Centre for Reformation and Renaissance Studies. pp. 64, 81.
  8. Brown, Judith C. & Benadusi, Giovanna eds.; Chojnacka, Monica trans. (2015). Medici Women: the making of a dynasty in grand ducal Tuscany. Toronto: Centre for Reformation and Renaissance Studies. p. 73.
  9. Eisenbichler, Konrad (2004). The Cultural World of Eleonora di Toledo: Duchess of Florence and Sienna. Aldershot: Ashgate Publishing. p. 9.
  10. Eisenbichler, Konrad (2004). The Cultural World of Eleonora di Toledo: Duchess of Florence and Siena. Aldershot: Ashgate Publishing. p. 1.
  11. Landini, p 70-74.
  12. Giusti, p 11
  13. K. J. P. Lowe, Nuns’ Chronicles and Convent Culture in Renaissance and Counter-Reformation Italy, (Cambridge University Press, 2003), pp. 219-20.
  14. Katherine Turner, “Il Monastero Nuovo: Cloistered Women of the Medici Court,” Contested Spaces of Nobility in Early Modern Europe, (Ashgate Publishing, 2011), p. 134.