კლარისა ორსინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კლარისა ორსინი
Clarice Orsini de Medici.JPG
ფლორენციის სენიორა
მმართ. დასაწყისი: 2 დეკემბერი, 1469
მმართ. დასასრული: 30 ივლისი, 1488
წინამორბედი: ლუკრეცია ტორნაბუონი
მემკვიდრე: ალფონსინა ორსინი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 23 ნოემბერი 1453
დაბ. ადგილი: მონტეროტონდო, პაპის ოლქი
გარდ. თარიღი: 30 ივლისი 1488
გარდ. ადგილი: ფლორენცია, ფლორენციის რესპუბლიკა
მეუღლე: ლორენცო მედიჩი
მამა: ჯაკომო ორსინი, მონტეროტონდოსა და ბრასიანოს ლორდი
დედა: მადალენა ორსინი
რელიგია: კათოლიციზმი

კლარისა ორსინი (იტალ. Clarice Orsini) (დ. 23 ნოემბერი 1453 — გ. 30 ივლისი 1488) [1]ფლორენციის ლორდის ლორენცო მედიჩის მეუღლე და რომის პაპ ლეო X-ის დედა. [1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლარისა ორსინი დაიბადა 1453 წლის 23 ნოემბერს. მამამისი იყო ბრასიანოს ლორდი ჯაკომო ორსინი, ხოლო დედა მადალენა ორსინი.

1469 წლის 4 ივნისს კლარისა დაქორწინდა ფლორენციის ლორდ ლორენცო მედიჩიზე.[2] საქორწინო ზეიმი ოთხი დღე გაგრძელდა. [3] ქორწილი მოწყობილი იყო ლორენცოს დედის ლუკრეცია ტორნაბუონის მიერ, ვინაიდან მას სურდა მის ვაჟს კლარისაზე ქორწინებით სოციალური სტატუსი უფრო აემაღლებინა,[4] რადგან მედიჩებმა ფული ბანკირობით იშოვეს და ხშირად სხვა არისტოკრატები ამის გამო მათ დასცინოდნენ, სწორედ ამიტომ ისინი ცდილობდნენ რაც შეიძლებოდა მაღალი წრის ადამიანებზე დაქორწინებულიყვნენ. მათი ქორწინება უცნაური იყო, ვინაიდან ლორენცოც და კლარისაც ერთი ასაკისანი იყვნენ, რაც დიდი იშვიათობა იყო იმ ხანად.[3] კლარისამ მზითვებში 6 000 ფლორინი წაიღო[2].

მათი ქორწინების პოლიტიკური ხასიათიდან გამომდინარე, ლორენცო ცოლს დიდ დროს არ უთმობდა.[5] თუმცა კლარისა ყოველთვის ეხმარებოდა ქმარს პოლიტიკურ წინსვლაში, მისთვის მოკავშირეებს ეძებდა და წვრილ პრობლემებსაც უგვარებდა.[6] იგი ყოველთვის ეძებდა ლორენცოსთვის კარგ მოკავშირეებს და მათთან დაახლოებას ცდილობდა. [7]ლორენცო ცდილობდა ხალხის ბედი შეემსუბუქებინა და გადასახადები შეემცირებინა. [8]კლარისა იყენებდა თავის უდიდეს სანაცნობო ქსელს და ყოველთვის იცოდა თუ როდის და სად უნდა დაწყებულიყო ომი, ამრიგად ფლორენციის ჯარი საჭირო მომენტში ყოველთვის მზად იყო.[9]

კლარისა ორსინი ფლორენციელ ხალხში არ იყო პოპულარული. იგი იყო ძალიან მკაცრი და რელიგიური ქალი, რომლისგანაც შორს იყო იმ დროში განვითარებული ჰუმანური იდეოლოგია. ლორენცომ კი რომანი გააბა ფლორენციელ ქალბატონ ლუკრეცია დონატთან, რომელსაც იგი ლექსებსაც კი უძღვნიდა. [10]

ლორენცოს მმართველობის წინააღმდეგ მოეწყო ე.წ. პაცის შეთქმულება, რომელიც მიზნად ისახავდა ლორენცოს, მისი ძმის ჯულიანოს, აგრეთვე კლარისასა და მისი შვილების ამოხოცვას, ხოლო ფლორენციაში დე ფაქტო მმართველის დასმას. ამ შეთქმულების შესახებ კლარისამ გაიგო, თავად დაიმალა, ხოლო შვილები ფლორენციიდან გაამგზავრა, ლორენცო და მისი ძმა კი არ გააფრთხილა, რადგან იგი განრისხებული იყო ქმარზე ღალატის გამო. შეთქმულები მართლაც დაესხნენ მედიჩებს თავს, ჯაკომო მედიჩი მოკლეს, ხოლო ლორენცო სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. ამრიგად ფლორენციის მმართველად კვლავ ლორენცო დარჩა.

1480 წელს კლარისა რომში დაბრუნდა ნათესავების მონახულების მიზნით. ამ ვიზიტის დროს მას ლორენცოც გაჰყვა, რაც კლარისასთვის უცნაური იყო. [11]

1488 წლის 30 ივლისს კლარისა ორსინი ფლორენციაში გარდაიცვალა, 2 დღის შემდეგ კი დაკრძალეს.[12] მისი გარდაცვალებისას ლორენცო მის გვერდით არ იყო და არც მის დაკრძალვას არ დაესწრო. რადგან იგი ამ დროს სიენაში იმყოფებოდა და ამასთან მძიმედ იყო დაავადებული და ექიმებმა მგზავრობა აუკრძალეს.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლარისას და ლორენცოს 10 შვილი ჰყავდათ:

  1. ლუკრეცია მარია რომოლა დე მედიჩი (დ. 4 აგვისტო 1470 - გ. 15 ნოემბერი 1553), 1486 წლის 10 სექტემბერს დაქორწინდა ჯაკომო სალვატიზე, რომელთანაც 10 შვილი შეეძინა, მათ შორის კარდინალი ჯოვანი სალვატი, კარდინალი ბერნაბო სალვატი, მარია სალვიატი (ტოსკანის ჰერცოგ კოზიმო I-ის დედა) და ფრანჩესკა სალვატი (რომის პაპ ლეო XI-ის დედა);
  2. ტყუპები რომლებიც დაბადებისას დაიღუპნენ (1471 წლის მარტი)
  3. პიერო დი ლორენცო დე მედიჩი (დ. 15 თებერვალი 1472 - გ. 28 დეკემბერი 1503), დაქორწინდა ალფონსინა ორსინიზე, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა კლარისა მედიჩი და ლორენცო II მედიჩი. პიერო მამის გარდაცვალების შემდეგ მართავდა ფლორენციას;
  4. მარია მადალენა რომოლა დე მედიჩი (დ. 25 ივლისი 1473 - გ. 2 დეკემბერი 1528), 1487 წლის 25 თებერვალს დაქორწინდა რომის პაპ ინოკენტი VIII-ის უკანონო ვაჟ ფრანჩელეტო სიობოზე, რომელთანაც შვიდი შვილი შეეძინა;
  5. კონსტანსინა ბეატრის დე მედიჩი (დ. 23 თებერვალი 1474 - გ. სექტემბერი 1474), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  6. ჯოვანი დი ლორენცო დე მედიჩი (დ. 11 დეკემბერი 1475 - გ. 1 დეკემბერი 1521), 1513 წლის 9 მარტს აირჩიეს რომის პაპად ლეო X-ის სახელით;
  7. ლუიზა კონსტანსინა რომოლა დე მედიჩი (დ. 1477 - გ. მაისი 1488), გარდაიცვალა ბავშვობაში
  8. კონსტანსინა ანტონია რომოლა დე მედიჩი (დ. 16 იანვარი 1478 - გ. 29 ივნისი 1515), 1494 წელს დაქორწინდა პიერო რიდოლფიზე, რომელთანაც ხუთი შვილი შეეძინა, მათ შორის კარდინალი ნიკოლო რიდოლფი;
  9. ჯულიანო დი ლორენცო დე მედიჩი (დ. 12 მარტი 1479 - გ. 17 მარტი 1516), ფლორენციის ლორდი, 1515 წელს მეფე ფრანსუა I-მა უბორძა ნემურის ჰერცოგის ტიტული, ცოლად შეირთო ფილიბერტა სავოიელი, რომელთანაც შვილები არ ჰყოლია, თუმცა ჰყავდა ერთი უკანონო ვაჟი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Pernis, Maria Grazia; Adams, Laurie (2006). Lucrezia Tornabuoni De' Medici and the Medici Family in the Fifteenth Century. New York: Peter Lang Publishing, Inc.
  • Tomas, Natalie R. (2003). The Medici Women: Gender and Power in Renaissance Florence. Aldershot: Ashgate.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Tomas 2003, p. 7.
  2. 2.0 2.1 Pernis & Adams 2006, p. 73.
  3. 3.0 3.1 Tomas 2003, p. 19.
  4. Tomas 2003, p. 18-19.
  5. Tomas 2003, p. 44.
  6. Tomas 2003, p. 59.
  7. Tomas 2003, p. 51.
  8. Tomas 2003, p. 51,62
  9. Tomas 2003, p. 61-62.
  10. Walter, Ingeborg (2005). https://books.google.it/books?id=POTaDEJ2YWgC&pg=PA66 (იტალიურად). Donzelli Editore. p. 66.
  11. Tomas 2003, p. 31.
  12. Tomas 2003, p. 24.