ჯიროლამა ორსინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯიროლამა ორსინი
Gerolama Orsini.jpg
პარმის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 19 აგვისტო, 1545
მმართ. დასასრული: 10 სექტემბერი, 1547
წინამორბედი: წოდება შეიქმნა
მემკვიდრე: მარგარეტ ავსტრიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1504
რომი, იტალია
გარდ. თარიღი: 1569, (64-65 წლის)
პიაჩენცა, იტალია
მეუღლე: პიერო ლუიჯი, პარმის ჰერცოგი
შვილები: ალესანდრო, კარდინალი
ვიტორია, ურბინოს ჰერცოგინია
ოტავიო, პარმის ჰერცოგი
ორაციო, კასტროს ჰერცოგი
რანუციო, კარდინალი
დინასტია: ორსინები
მამა: ლუდოვიკო ორსინი
დედა: ჯულია კონტი
რელიგია: კათოლიციზმი

ჯიროლამა ორსინი (იტალ. Girolama Orsini; დ. 1504 — გ. 1569) — ორსინთა საგვარეულოს წარმომადგენელი. პარმის პირველი ჰერცოგინია 1545-1547 წლებში როგორც პიერო ლუიჯი ფარნეზეს მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯიროლამა დაიბადა 1504 წელს რომში, პაპის ოლქში. იგი იყო ადგილობრივი დიდებულის, ლუდოვიკო ორსინისა და მისი მეუღლის, ჯულია კონტის ქალიშვილი. 1513 წელს იგი დაინიშნა რომის პაპ პავლე III-ისა და მისი საყვარლის, სილვია რუფინოს უკანონო ვაჟზე, კასტროს ჰერცოგ პიერო ლუიჯი ფარნეზეზე. მათი ქორწინება 1519 წელს შედგა ვალენტინოში. წყვილს სულ ხუთი შვილი შეეძინა, რომელთაგან ყველა გადარჩა, რაც იმ ეპოქაში დიდი იშვიათობა იყო. მიუხედავად უსიყვარულო ქორწინებისა, ჯიროლამა ერთგული და მორჩილი ცოლი იყო, რითაც იგერიებდა პიერო ლუიჯის ფეთქებად და ბრუტალურ ხასიათს.

1534 წელს ჯიროლამას მამამთილი რომის პაპად აირჩიეს, რომელმაც 1537 წელს პიერო ლუიჯის კასტროს, ხოლო უკვე 1545 წელს პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგობა უბოძა, რითაც ჯიროლამა პარმის პირველი ჰერცოგინია გახდა. 1547 წელს პიერო ლუიჯი ფარნეზე მოკლეს, რის შემდეგაც ტახტი მათმა ვაჟმა, ოტავიო ფარნეზემ დაიკავა. ამის შემდეგ ჯიროლამამ სამუდამო დატოვა პარმა და პიაჩენცაში გადასახლდა, სადაც გაატარა დარჩენილი ცხოვრება და გარდაიცვალა 1569 წელს.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ალესანდრო (1520-1589), კარდინალი;
  2. ვიტორია (1521-1602), ცოლად გაჰყვა ურბინოს ჰერცოგ გუიდობალდო დელა როვერეს, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  3. ოტავიო (1524-1586), პარმის ჰერცოგი. ცოლად შეირთო კარლ V-ის ასული მარგარეტ ავსტრიელი, რომელთანაც შეეძინა მომავალი ჰერცოგი ალექსანდრე;
  4. რანუციო (1530-1565), კარდინალი;
  5. ორაციო (1532-1553), კასტროს ჰერცოგი. ცოლად შეირთო ანრი II-ის ასული დიანა ფრანგი, რომელთანაც შეეძინა შვილები;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • vergleiche Artikel „Pier Luigi Farnese“ in Wikipedia in Italienisch.
  • Emilio Nasalli Rocca: „I Farnese“, dall´Oglio editore, 1969, S. 62.
  • Dante Zucchelli e Renzo Fedocci, Il Palazzo Ducale di Parma, Artegrafica Silva, Parma 1980.
  • Emilio Nasalli Rocca: I Farnese. dell'Oglio editore, 1969.
  • Giovanni Drei: I Farnese, grandezza e decadenza di una dinastia italiana. La Libreria dello Stato, Roma 1954.