კარპატების წიფლის პირველყოფილი ტყეები — ამ სახელწოდებითაა შესული 2007 წლიდან იუნესკოსმსოფლიო მემკვიდრეობის სიაში ტრანსნაციონალური ბუნებრივი ძეგლის ნარევი, რომელიც მოიცავს 10 განცალკევებულ მასივს. გადაჭიმულია 185 კმ სიგრძეზე, უკრაინაში მდებარე რახოვის მთების ჩერნოგორის თხემიდან სლოვაკეთში მდებარე ვიგორლატის მთების პოლონინის თხემამდე.
ტერიტორია მოიცავს 77,971.6 ჰა-ს, რომელთაგან დაცვის ქვეშ 29,278.9 ჰა იმყოფება, ხოლო დანარჩენი ნაწილი ბუფერულ ზონად მიიჩნევა. კარპატებისწიფლის პირველყოფილი ტყეები მოიცავს უკრაინის ტრანსკარპატიის ოლქსა და სლოვაკეთის პრეშოვის მხარეს, ასევე გერმანიის გარკვეულ ტერიტორიებს. მისი ტერიტორიის 70% უკრაინაშია მოქცეული. არეალი მოიცავს ორ ეროვნულ პარკს, ერთ ბიოსფერულ ნაკრძალს და რამდენიმე კონტროლირებად დასახლებას (ძირითადად სლოვაკეთის ტერიტორიაზე). ორივე ეროვნული პარკი, პოლონეთის მიმდებარე ტერიტორიებთან ერთად, წარმოქმნის ერთ განცალკევებულ, აღმოსავლეთ კარპატების ბიოსფერულ ნაკრძალს.
მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სლოვაკური ნაწილები ძირითადად ქვეყნის უკიდურეს აღმოსავლეთ, ყველაზე ნაკლებად დასახლებულ ნაწილში, პოლონინის ეროვნულ პარკში მდებარეობს.
2011 წელს მოხდა იუნესკოს ძეგლის გაფართოება გერმანიის ხარჯზე და დაცულ ტერიტორიას დაემატა 4,391ჰა და მთლიანმა ფართობმა შეადგინა 33 669 ჰა. [1]. ასე გაფართოება მოხდა 2017 წელს[2].