შინაარსზე გადასვლა

სტოკლეს სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტოკლეს სასახლე
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი
mini
სტატუსი protected monument[1] , protected monument[2] და მსოფლიო მემკვიდრეობა
ქვეყანა ბელგიის დროშა ბელგია
მსოფლიო მემკვიდრეობა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii
რეგიონი ევროპა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2009  (33-ე სესია)
ნომერი 1298
Map
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1298
ინგლ.რუს.ფრ.

სტოკლეს სასახლე (ფრანგ. Palais Stoclet, ნიდ. Stocletpaleis) — კერძო ნაგებობა ბრიუსელში, რომელიც 1905—1911 წლებში არქიტექტორმა ჯოზეფ ჰოფმანმა ბანკირისა და უბრალოდ ხელოვნების მოყვარულის — ადოლფ სტოკლესთვის ააგო.[3] მიჩნეულია რა ჰოფმანის შედევრად, სტოლკეს სასახლე XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და მდიდრული კერძო საცხოვრებელია.[4]

ნაგებობა მდებარეობს ბრიუსელში, ტერვერენის გამზირზე. მარმარილოს ფასადი მას უბრალოებას და თანამედროვეობას სძენს. სასახლის წინა და უკანა მხარეს განლაგებულია სპილენძის ოთხი სკულპტურა. დამკვეთმა არქიტექტორი არანაირი მითითებით არ შეზღუდა და მშენებლობა მთლიანად მის ფანტაზიას და მოხერხებას მიანდო.

ადოლფ სტოკლე გარდაიცვალა 1949 წელს და სასახლე მემკვიდრეობით მისმა რძალმა ენი სტოკლემ (გრეტსიმ) მიიღო. 2002 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ, სასახლე მემკვიდრეობით მის ოთხ ქალიშვილს დარჩა.[5] ამჟამად სასახლე დახურულია დამთვალიერებლებისთვის. სასახლეს ორი მომვლელი უვლის, ხოლო მის მომავალთან დაკავშირებით უთანხმოების მოგვარებას ადოლფ სტოკლეს ოთხი შვილიშვილი ცდილობს.[6]

2009 წელს იუნესკომ ის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.[7]

2024 წელს ბელგიის პარლამენტმა სტოკლეს ოჯახის წევრებთან მიაღწია შეთანხმებას, რომ სასახლე წელიწადში 15 დღე ღია იქნებოდა მნახველთათვის.[8][9] მიუხედავად შეთანხმებისა, სასახლე კვლავინდებურად დახურულია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]