შინაარსზე გადასვლა

ვადენზეე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვადენზეე
სტატუსი Particularly Sensitive Sea Area[1] და რამსარის ტერიტორია[2]
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები გერმანიის დროშა გერმანია, ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები | ქვეყნის დროშა2 | name = გერმანიის დროშა გერმანია, ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები | variant = | size =

}}
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები viii, ix, x
რეგიონი ევროპა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2009  (33-ე სესია)
ნომერი 1314
გაფართოება 2014
Map
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1314
ინგლ.რუს.ფრ.

ვადენზეე (ნიდ. Waddenzee, გერმ. Wattenmeer, დან. Vadehavet) — ჩრდილოეთის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთი რაიონი. გადაჭიმულია კონტინენტურ ევროპასა და ფრიზის კუნძულებს შორის. ზღვის ეს რაიონი საკმაოდ თავთხელია, მოიცავს მიქცევა-მოქცევის არეალებს და ვეთლენდებს. გამოირჩევა განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნებით. 2009 წელს, ვადენზეეს ნიდერლანდური და გერმანული ნაწილი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

მკვლევარ მაიკლ ჰოგანის თანახმად, ვადენზეე მსოფლიოს იმ ზღვათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა სანაპირო ზოლიც ძირითადად ადამიანების მიერაა ფორმირებული, დამბებისა და ქვაფენილების სისტემების საშუალებით. სანაპიროს გასწვრივ, ზღვა გადაჭიმულია ნიდერლანდების ქალაქ დენ-ჰელდერიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, შემდეგ გერმანიის სანაპიროსთან მოიცავს დიდი მდინარეების ესტუარებს, შემდეგ კი მიემართება ჩრდილოეთისაკენ და მთავრდება დანიის ქალაქ ესბერგთან. სრული სიგრძე 500 კმ-ს შეადგენს, ხოლო ფართობი 10 000 კმ²-ს.

ზღვაში განლაგებულ კუნძულებს ვადენზეეს კუნძულებს ან ფრიზის კუნძულებს უწოდებენ. მათ შორისაა ნიდერლანდების კუთვნილი კუნძული ტექსელიც.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. https://wwwcdn.imo.org/localresources/en/KnowledgeCentre/IndexofIMOResolutions/MEPCDocuments/MEPC.101(48).pdf
  2. Ramsar Sites Information Service