შინაარსზე გადასვლა

გიროკასტრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
გიროკასტრა
Gjirokastër
გერბი

ქვეყანა ალბანეთის დროშა ალბანეთი
ოლქი გიროკასტრა
რაიონი გიროკასტრა
კოორდინატები 40°04′00″ ჩ. გ. 20°09′00″ ა. გ. / 40.06667° ჩ. გ. 20.15000° ა. გ. / 40.06667; 20.15000
დაარსდა ძვ. წ. I საუკუნე
ფართობი 59 ჰექტარი
ცენტრის სიმაღლე 300
მოსახლეობა 22 800 კაცი (2004)
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 084
საფოსტო ინდექსი 6001-6003
საავტომობილო კოდი GJ
ოფიციალური საიტი gjirokastra.org
გიროკასტრა — ალბანეთი
გიროკასტრა
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 569
ინგლ.რუს.ფრ.

გიროკასტრა (ალბ. Gjirokastër ან Gjirokastra; ბერძ. Αργυρόκαστρο ანΓυρόκαστρο; იტალ. Argirocastro) — ქალაქი სამხრეთ ალბანეთში, მდინარე დრინას ხეობაში. გიროკასტრის ოლქისა და რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. გიროკასტრის აქვს ქალაქ-მუზეუმის სტატუსი, ცნობილია როგორც ალბანელი პოლიტიკოსის ენვერ ხოჯას სამშობლო.

2005 წელს ქალაქის ისტორიული ცენტრი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, როგორც ოსმალეთის იმპერიის კარგად შემონახული ქალაქი.

  • გიროკასტრის ტერიტორიაზე პირველი დასახლებები გაჩნდა ძვ. წ. I საუკუნეში.
  • ქალაქის დაარსება მოხდა XII საუკუნეში. იგი შედიოდა ბიზანტიის იმპერიის ეპირის პროვინციაში. და ერქვა არგიროპოლისი («ვერცხლის ქალაქი») ან არგიროკასტრონი («ვერცხლის ციხე»).
  • XIV საუკუნეში ქალაქი შედიოდა ეპირის სამთავროში.
  • 1417 წლიდან ქალაქი ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაშია.
  • XIX საუკუნის დასასრულს ქალაქი გახდა ალბანელთა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ერთ-ერთი ცენტრი.
  • პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ქალაქის ოკუპაცია მოახდინეს იტალიურმა, ბერძნულმა და გერმანულმა სამხედრო ნაწილებმა.
  • კომუნისტური მმართველობის დროს, როგორც კომუნისტების ერთ-ერთი ლიდერის ენვერ ხოჯას სამშობლო, გამოაცხადეს ქალაქ-მუზეუმად.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]