ტორე-ანუნციატა
| პომპეის არქეოლოგიური ზონა, ჰერკულანუმი და ტორე-ანუნციატა | |
|---|---|
|
| |
| ქვეყანა |
{{ქვეყნის მონაცემები |
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | iii, iv, v |
| რეგიონი | ევროპა |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 1997 (21-ე სესია) |
| ნომერი | 829 |
![]() | |
| http://www.comune.torreannunziata.na.it | |
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 829 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ტორე-ანუნციატა (იტალ. Torre Annunziata) — ქალაქი და კომუნა იტალიაში, კამპანიის რეგიონის ნეაპოლის პროვინციაში. მდებარეობს ნეაპოლის ყურის სანაპიორზე, ვეზუვის მთის ძირში.
ქალაქი ვულკან ვეზუვის ამოფრქვევამ ორჯერ გაანადგურა, პირველად 79 წლის 24 აგვისტოს და მეორედ 1631 წელს. ტორე-ანუნციატა ერთ დროს მნიშვნელოვანი მეტალურგიული ცენტრი იყო, და ამავე დროს განვითარებული იყო კვების მრეწველობა, განსაკუთრებით მაკარონის წარმოება. დღეისათვის მრეწველობის მთავარ დარგებად საზღვაო, შეიარაღების და ფარმაცევტული წარმოება რჩება.
კომუნის ტერიტორიაზე, გათხრების შედეგად აღმოჩენილია ძვ. წ. I საუკუნის რომაული ვილები, რომლებიც სავარაუდოდ ნერონის მეუღლეს, პოპეიას ეკუთვნოდა. ამიტომ მათ პოპეიას ვილებს უწოდებენ.
1997 წლიდან, ქალაქი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2012-06-16 საიტზე Wayback Machine.

