შინაარსზე გადასვლა

ბაესა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რენესანსის მონუმენტური ანსამბლები უბედასა და ბაესაში

ქალაქის საკათედრო ტაძარი
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები ესპანეთის დროშა ესპანეთი | ქვეყნის დროშა2 | name = ესპანეთის დროშა ესპანეთი | variant = | size =

}}
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iv
რეგიონი ევროპა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2003  (27-ე სესია)
ნომერი 522
Map
http://www.baeza.net
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 522
ინგლ.რუს.ფრ.

ბაესა (ესპ. Baeza) — ქალაქი ესპანეთში, ანდალუსიის ავტონომიური გაერთიანების პროვინცია ხაენში. 2009 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 16 253 ადამიანს შეადგენს.

ქალაქი მდებარეობს ლომა-დე-ბაესის კლდეზე, მთის მასივში, რომელიც მდინარე გვადალკვივირსა და მისი შენაკადს - გვადალიმარს შორის მდებარეობს. ბაესა ცნობილია საუკეთესოდ შემონახული, იტალიური რენესანსის სტილის არაერთი ნაგებობით. 2003 წელს, მეზობელ ქალაქ უბედასთან ერთად, ის იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

ბაესა ჯერ კიდევ ძველი რომაელების პერიოდში არსებობდა, როდესაც მას ბაეტიას ეძახდნენ. შუა საუკუნეებში, იგი მავრების აყვავებულ ქალაქს წარმოადგენდა, 50 000 მცხოვრებით. 1227 წელს, ქალაქი კასტილიის მეფე ფერდინანდ III-მ აიღო. კორდობასა და უბედას ჭიშკრებთან ერთად, ბაესის თაღი დღეს მავრების თავდაცვითი ნაგებობების ნიმუშებს წარმოადგენს.

XVI საუკუნეში, ბაესა და მისი მეზობელი ქალაქი უბედა ტექსტილის წარმოების შედეგად საკმაოდ გამდიდრნენ. მდიდარმა, ადგილობრივმა დიდებულებმა არქიტექტორების დაქირავება დაიწყეს, მათ შორის ისეთი დონის, როგორიც იყო ანდრეს დე ვანდელვირა, რომლებსაც სხვადასხვა ნაგებობების - სასახლეების, ეკლესიებისა თუ სკვერების იტალიურ სტილში დაპროექტებას უკვეთავდნენ.

XVII საუკუნეში ორივე ქალაქის ეკონომიკამ კოლადსი განიცადა და მას შემდეგ თითქმის არაფერი მნიშვნელოვანი აღარ აშენებულა, მაგრამ დარჩა რენესანსის სტილის უნიკალურ მონუმენტთა მთელი ანსამბლები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: