ჰილდესჰაიმის წმინდა მარიამის ტაძარი
| წმინდა მარიამისა და წმინდა მიქაელის ტაძრები ჰილდესჰაიმში | |
|---|---|
|
| |
|
| |
| სტატუსი | იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტის ნაწილი და architectural heritage monument in Lower Saxony |
| ქვეყანა |
|
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | i, ii, iii |
| რეგიონი | ევროპა |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 1985 (მე-9 სესია) |
| ნომერი | 187 |
![]() | |
| https://www.dom-hildesheim.de/ | |
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 187 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ჰილდესჰაიმის წმინდა მარიამის ტაძარი (გერმ. St. Mariä Himmelfahrt) — შუა საუკუნეების კათედრალი გერმანიის ქალაქ ჰილდესჰაიმში. 1985 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
კათედრალი 1010—1020 წლებში რომანულ სტილში აშენდა. მნიშვნელოვანი განახლება გაფართოება მოხდა XI, XII, XIV საუკუნეებში, ხოლო 1945 წელს, საჰერო დაბომბვებისას მთლიანად დაინგრა. ფაქტობრივად ხელახლა აშენდა 1950—1960 წლებში.
კათედრალი ცნობილია ხელოვნების მრავალი ნიმუშით. მათ შორისაა XI საუკუნის ბრინჯაოს კარი, ამავე საუკუნის ბრინჯაოს სვეტი, წმინდა გოტარდის სარკოფაგი და ა. შ. შიდა ეზოში მდებარეობს 1321 წელს აშენებული გოთიკური სამლოცველო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დაბომბვებისას თითქმის დაუზიანებელი გადარჩა.
კათედრალს გააჩნია მუზეუმი, რომელიც ფლობს შუა საუკუნეების საგანძურის ერთ-ერთ უდიდეს კოლექციას მთელ ევროპაში.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- More information about St. Mary's Cathedralდაარქივებული 2011-05-29 საიტზე Wayback Machine.
- Pictures დაარქივებული 2010-08-27 საიტზე Wayback Machine.
- Homepage of the Cathedral Museum
