შინაარსზე გადასვლა

კასტელ-დელ-მონტეს ციხესიმაგრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კასტელ-დელ-მონტეს ციხესიმაგრე*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iii
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 41°05′03″ ჩ. გ. 16°16′17″ ა. გ. / 41.08417° ჩ. გ. 16.27139° ა. გ. / 41.08417; 16.27139
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1996  (მე-20 სესია)
ნომერი 398
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 398
ინგლ.რუს.ფრ.

კასტელ-დელ-მონტე (იტალ. Castel del Monte) — XIII საუკუნის ციხესიმაგრე სამხრეთ-დასავლეთ იტალიაში, აპულიის რეგიონის ქალაქ ანდრიაში, ბარიდან 70 კმ-ით დასავლეთით. ააშენა საღვთო რომის იმპერიის იმპერატორმა ფრიდრიხ II-მ, დაახლოებით 12401250 წლებში. შემდგომ პერიოდებში, ის რამდენიმეჯერ გაიძარცვა ყაჩაღების მიერ. მას არც თხრილი გააჩნია გარშემო და არც ასაწევი ხიდი, აქედან გამომდინარე, იგი არასოდეს გამოიყენებოდა როგორც თავდაცვითი ციხესიმაგრე. 1996 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

ციხესიმაგრე პატარა ბორცვზე, ზღვის დონიდან 550 მეტრზე, სანტა-მარია-დელ-მონტეს მონასტრის სიახლოვეს მდებარეობს. როდესაც იგი აშენდა, ეს რეგიონი საკმაოდ ნაყოფიერი იყო და დაფარული იყო სხვადასხვა სახის მცენარეულობით.

ციხესიმაგრეს მისი მფლობელი, ფრედერიკ II სანადირო სახლად იყენებდა, სანამ ის 1250 წელს გარდაიცვლებოდა. ამის შემდეგ, ნაგებობა ციხედ გადააკეთეს, რომელსაც თავს გასაჭირის დროს აფარებდნენ. თავდაპირველად, შენობას მარმარილოს კედლები და სვეტები გააჩნდა, რომლებიც მოგვიანებით ყაჩაღებმა შემოაცალეს.

XVIII საუკუნეში, ციხის მთელი მორთულ-მოკაზმულობა გაიძარცვა. ბურბონთა დინასტიის წარმომადგენლებმა, მისი მარმარილოს სვეტები და ფანჯრების ჩარჩოები კაზერტის სამეფო სასახლის მშენებლობაში გამოიყენეს. ამის შემდეგ იწყება ციხესიმაგრის ხანგრძლივი მიტოვებისა და მივიწყების პერიოდი. 1876 წელს, იტალიის მთავრობამ ის 25 000 ლირად იყიდა და უკვე 1928 წლიდან სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო.

ამჟამად, ნაგებობა გამოსახულია 1 ევრო-ცენტიან იტალიურ მონეტაზე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ციხესიმაგრის ინტერიერის პანორამა
ციხესიმაგრის ინტერიერის პანორამა