ნოტო (ქალაქი)
ქალაქი | |
---|---|
ნოტო Noto | |
ქალაქის ხედი | |
ქვეყანა | იტალია |
კოორდინატები | 36°53′00″ ჩ. გ. 15°05′00″ ა. გ. / 36.88333° ჩ. გ. 15.08333° ა. გ. |
ფართობი | 550,86 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 152 მ |
მოსახლეობა | 23,816 კაცი (2009) |
სიმჭიდროვე | 43,2 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 |
საფოსტო ინდექსი | 96017 |
ოფიციალური საიტი | comune.noto.sr.it |
ნოტო (სიცილ. Notu; ლათ. Neetum ან Netum) — ქალაქი იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე, სირაკუზის პროვინციაში. მდებარეობს სირაკუზიდან 32 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით, იბლეის მთების ძირში. მისი სახელი ეწოდება გარშემო მდებარე ხეობას — ვალ-დი-ნოტოს. 2002 წელს, ნოტო და მისი ეკლესია იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.[1]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუსლიმანთა დიდი ხნის ბატონობის შემდეგ, 1091 წელს ნოტო ნორმანებმა აიღეს, როჯერ I-ის მეთაურობით, რითაც ნორმანების მიერ სიცილიის დაპყრობა დასრულდა (1061 - 1091). ამ თარიღიდან იწყება ქალაქსა და მთელს სიცილიაზე ჰოტვილების ოჯახის ბატონობა — ამიერიდან ის სიცილიის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა.
1693 წლის 9 იანვრის ნოტო მიწისძვრამ გაანადგურა. მისმა მაცხოვრებლებმა ის 20 კმ-ის მოშორებით ხელახლა ააშენეს. პროექტი როზარიო გალიარდიმ და ჯოვანი ბატისტა ლანდოლინამ შეადგინეს. შენობები ნაგებია ყვითელი კირქვით.
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნოტო ცნობილია მისი ადრეული XVIII საუკუნის კოხტა არქიტექტურით, რომელიც სიცილიური ბაროკოს სტილის მთავარ შედევრად იიჩნევა. აქ მდებარეობს მრავალი რელიგიური ნაგებობა, რამდენიმე სასახლე და სვა მრავალი. ძველი შერეულია ახალთან, რაც მკაფიოდ ჩანს ბორცვებიდან ან მაღალი შენობების სახურავებიდან.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
თეატრი
-
ნოტოს კათედრალი
-
სან-დომენიკოს ეკლესია
-
წმ. კარლ ბორომეოს ეკლესია
-
წმინდა ფრანსისკოს ეკლესია
-
კარმინეს ეკლესია -
თაღი
-
წმინდა კროსიფიროს ეკლესია
-
წმინდა კიარას ეკლესია
-
ვია-ნიკოლაჩი
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Webcam on Cathedral of San Nicolò
- Some Noto wines დაარქივებული 2012-02-13 საიტზე Wayback Machine.
- Cavagrande 's park
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Late Baroque Towns of the Val di Noto - listing on UNESCO website