შინაარსზე გადასვლა

ტრანსილვანიის გამაგრებული სოფლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტრანსილვანიის გამაგრებული სოფლები
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი

სოფელ ბიერტანის გამაგრებული ეკლესია
სტატუსი მსოფლიო მემკვიდრეობა
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები რუმინეთის დროშა რუმინეთი | ქვეყნის დროშა2 | name = რუმინეთის დროშა რუმინეთი | variant = | size =

}}
მსოფლიო მემკვიდრეობა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iv
რეგიონი ევროპა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1993  (მე-17 სესია)
ნომერი 596
გაფართოება 1999
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 596
ინგლ.რუს.ფრ.

ტრანსილვანიის გამაგრებული სოფლები (რუმ. Biserici fortificate din Transilvania) — მოიცავს რუმინეთში, ტრანსილვანიის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე გერმანული წარმოშობის ხალხის, ტრანსილვანიელი საქსებისა და უნგრული წარმოშობის სეკეების სოფლებს, რომლებიც ფორტიფიცირებული ეკლესიების ირგვლივაა გაშენებული. რეგიონში 150 კარგად შემონახული ასეთი ეკლესია მდებარეობს, რომლებიც სხვადასხვა არქტიექტურულ სტილშია ნაგები XIII - XVI საუკუნეებში. 1999 წლიდან, შვიდ სოფელში მდებარე ეკლესიები შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

ტრანსილვანიის საქსონური სოფლები XIII საუკუნეში გამოჩნდა, როდესაც უნგრეთის მეფემ ამ არეალში გერმანელი კოლონისტები ჩაასახლა. მათ პროვინციის მოსახლეობაში სპეციალური ეროვნების სტატუსი ჰქონდათ და მთელი მათი ცივილიზაცია მიმართული იყო გადარჩენისა და განვითარებისაკენ, რისთვისაც მათ საკმაოდ ძლიერი ფერმერთა, ხელოსანთა და ვაჭართა გაერთიანებები შექმნეს. იმის გამო, რომ მათი საცხოვრებელი ტერიტორია მუდმივად ოსმალებისა და თათრების თავდასხმის საშიშროებას განიცდიდა, მათ სხვადასხვა ზომის თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობა დაიწყეს. ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქები მთლიანად გაამაგრეს, ხოლო პატარა კომუნებში სიმაგრეები ეკლესიის ირგვლივ ააგეს, სადაც მათ დაამატეს თავდაცვითი კოშკი და საწყობები მათთვის ღირებული ქონების შესანახად.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]