შინაარსზე გადასვლა

ვიურცბურგის რეზიდენცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიურცბურგის რეზიდენცია

სტატუსი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტის ნაწილი და architectural heritage monument in Bavaria[1]
ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iv
რეგიონი ევროპა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1981  (მე-5 სესია)
ნომერი 169
Map
https://www.schloesser.bayern.de/englisch/palace/objects/wu_res.htm
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 169
ინგლ.რუს.ფრ.

ვიურცბურგის რეზიდენცია (გერმ. Würzburg Residenz) — ბაროკოს სტილის არქიტექტურული კომპლექსი გერმანიის ქალაქ ვიურცბურგის ცენტრში. აშენებულია 1719 - 1744 წლებში ვიურცბურგის ეპისკოპოსის კარის არქიტექტორის - ბალთაზარ ნეიმანის მიერ. შიდა ინტერიერის დეკორირება 1780 წლამდე გრძელდებოდა, გამოირჩევა ფრესკებით, რომლებიც ვენეციელ მხატვარ ჯოვანი ბატისტა ტიეპოლოს ეკუთვნის. გრანდიოზული ინტერიერი მოიცავს დიდ კიბეებს, დიდ მისაღებსა და სამლოცველოს.

სასახლე ევროპული ბაროკოს სტილის ნამდვილი შედევრია და მას ვენის შენბრუნის სასახლისა და ვერსალის გვერდით აყენებენ.

კომპლექსი მნიშვნელოვნად დაზიანდა მეორე მსოფლიო ომის დროს. 1981 წელს კი იუნესკომ ის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. http://geodaten.bayern.de/denkmal_static_data/externe_denkmalliste/pdf/denkmalliste_merge_663000.pdf