ერფურტის ებრაული მემკვიდრეობა
იერსახე
| ერფურტის ებრაული მემკვიდრეობა | |
|---|---|
|
ერფურტის ძველი სინაგოგა | |
| ქვეყანა |
{{ქვეყნის მონაცემები |
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | iv |
| რეგიონი | ევროპა |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 2023 (45-ე სესია) |
| ნომერი | 1656 |
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1656 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ერფურტის ებრაული მემკვიდრეობა — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ქალაქ ერფურტში, თიურინგია, გერმანია. მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანეს 2023 წლის სექტემბერში ერ-რიადში მიმდინარე 45-ე სესიაზე.
ძეგლი მოიცავს სამ ობიექტს: ძველი სინაგოგა, მიკვე და ქვის სახლი. ისინი ასახავენ ადგილობრივი ებრაული თემის ცხოვრებას და მის თანაარსებობას ქრისტიანულ უმრავლესობასთან შუა საუკუნეების ცენტრალურ ევროპაში, XI საუკუნის ბოლოდან XIV საუკუნის შუა ხანებამდე.