ივრეა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
ივრეა
Ivrea veduta dora.jpg
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
რეგიონი პიემონტი
პროვინცია ტურინის პროვინცია
კოორდინატები 45°27′44″ ჩ. გ. 7°52′29″ ა. გ. / 45.46222° ჩ. გ. 7.87472° ა. გ. / 45.46222; 7.87472
მერი ფიორენცო გრიუელა
ფართობი 30.11 კმ²
ცენტრის სიმაღლე 253±1 მეტრი
მოსახლეობა 23,637 (1 იანვარი 2018)[1]
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
სატელეფონო კოდი 0125
საფოსტო ინდექსი 10015
საავტომობილო კოდი TO
ოფიციალური საიტი http://www.comune.ivrea.to.it
ივრეა — იტალია
ივრეა
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1538
რუს.ინგლ.ფრ.

ივრეა (იტალ. Ivrea) — ქალაქი და კომუნა ტურინის პროვინციაში, პიემონტის რეგიონი, იტალია. მდებარეოობს ვალე-დ’აოსტასაკენ მიმავალ გზაზე. ივრეა მდებარეობს ადგილზე, სადაც ისტორიამდელ პერიდში მდებარეობდა დიდი ტბა, ახლა იქ ბევრი მცირე ტბაა: სირიო, სან-მოკელე და სხვა.

XX საუკუნის განმავლობაში ქალაქი ცნობილი იყო როგორც კომპანია Olivetti-ის ცენტრალური ოფისის განთავსების ადგილი, მაგრამ უფრო მეტად ცნობილი გახდა საბეჭდი მანქანების, კალკულატორებისა და მოგვიანებით კომპიუტერების წარმოებით.

2018 წლის 1 ივლისს ქალაქი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრების ძეგლების სიაში შეიყვანეს[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი დაარსდა როგორც რომის იმპერიის პოსტი ძვ. წ. 100 წელს. იცავდა სავაჭრო გზას, რომელიც იტალიიდან გადადიოდა ალპებში.

რომის იმპერიის დაცემის შემდეგ ივრეა შევიდა ლანგობარდების სამეფოს შემადგენლობაში (VI-VII საუკუნეები). IX საუკუნეში ივრეა გახდა ამავე სახელწოდების ფრანკების მარკის დედაქალაქი. ივრეის დინასტიიდან იღებს სათავეს კასტილიისა და ლეონის სამეფო დინასტიები, ასევე ამ დინასტიას მიეკუთვნებოდნენ იტალიის მეფეები: ბერენგარ II (950-961 წწ.) და არდუინი (1002-1014 წწ.).

მას შემდეგ, რაც არდუინის წინააღმდეგობა დაძლია საღვთო რომის იმპერატორმა ჰაინრიხ II-მ, ივრეა გახდა საეპისკოპოსო სამფლობელო. XII საუკუნეში კი თავისუფალი კომუნაა. 1238 წელს იმპერატორმა ფრიდრიხ II-მ თავის კონტროლს დაუქვემდებარა.

მოვიანებით ივრეა გახდა დავის საგანი ეპისკოპოსს, მონფერატის სამარკგრაფოსა და სავოიის დინასტიას შორის. 1356 წელს ივრეას ფლობს სავოიის გრაფი ამადეუს VI. ივრეას სავოიის დინასტია ფლობს 1800 წლამდე გარდა იტალიური ომების პერიოდში ფრანგების ოკუპაციის პერიოდისა. 1800 წლის 26 მაისს ნაპოლეონი შევიდა ქალაქში. ნაპოლეონის დამხობის შემდეგ, 1814 წელს ქალაქი დაუბრუნდა სავოიელებს.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ივრეის ციხესიმაგრე - აგებულია აგურისაგან 1357 წელს ამადეუს VI-ის მიერ. ერთ-ერთ კოშკს, რომლშიც სამხედრო ნივთიერებები ინახებოდა, 1676 წელს დაეცა მეხი და აფეთქდა. იგი ამის შემდეგ არც აღუდგენიათ.
  • ეკლესია, რომელიც სავარაუდოდ აგებულია IV საუკუნეში, როგორც წარმართული სალოცავი. მისი რეკონსტრუქცია რომანულ სტილში მოხდა 1000 წელს ეპისკოპოს ვარმონდის მიერ. ახალი შენობა ბაროკოს სტილში ააგეს 1785 წელს. ამჟამინდელი ფასადი, რომელიც გადაწყვეტილია კლასიციზმის სტილში, შეასრულეს XIX საუკუნეში.
  • ბიბლიოთეკა, რომელიც ეკლესიის ახლოს მდებარეობს. მასში ინახება VII-XV საუკუნეების უმნიშვნელოვანესი კოდექსების კოლექცია.
  • მცირე გოთიკური ეკლესია სან-ბერნარდინო. აგებულია ფრანცისკანელი ბერების მიერ 1455 წელს.
  • პიერალესანდრო გარდის მუზეუმი, რომელშიც ინახება მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მონაპოვრები და იაპონური კულტურის კრებული. მდებარეობს ოტინეტის მოედანზე.
  • თანამედროვე არქიტექტურის მუზეუმი ღია ცის ქვეშ, რომელიც გაიხსნა 2011 წელს.
  • ახ. წ. I საუკუნის რომაული თეატრის ნანგრევები, რომელიც იტევდა 10 000 მაყურებელს.
  • ძველი ხიდი აგებულია ახ. წ. 100 წელს. თავიდან ააგეს ხისგან, ხოლო ქვის ხიდი ააგეს 1716 წელს.
  • რატუშა, რომელიც ააგეს 1758 წელს.
  • XI საუკუნის წმინდა სტეფანეს კოშკი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]