შინაარსზე გადასვლა

ჩილენტო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩილენტოსა და ვალო-დი-დიანოს ეროვნული პარკი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები (iii) (iv)
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 40°17′00″ ჩ. გ. 15°16′00″ ა. გ. / 40.28333° ჩ. გ. 15.26667° ა. გ. / 40.28333; 15.26667
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1998  (22-ე სესია)
ნომერი 842
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 842
ინგლ.რუს.ფრ.

ჩილენტო (იტალ. Cilento) — გეოგრაფიული რეგიონი იტალიაში. მოიცავს კამპანიის რეგიონში მდებარე სალერნოს პროვინციის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებს. წარმოადგენს სამხრეთ იტალიის მნიშვნელოვან ტურისტულ არეალს.

რეგიონის სანაპირო ზოლი (ადრიატიკის ზღვაზე) მოქცეულია ქალაქ პესტუმსა და პოლიკასტროს ყურეს შორის. შიდა საზღვრები გადის ალბურნის მთებსა და ვალო-დი-დიანოს ხეობაზე, რომელსაც ხშირად ჩილენტოს რეგიონის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევენ.

რეგიონი დაკავშირებულია ბერძნულ მითოლოგიასა და ლეგენდებთან, რაც ასახულია ზოგიერთი ქალაქის სახელში, ასევე ბერძნების რამდენიმე ძველი კოლონიის სახელში, ამის მაგალითია ქალაქები - ველია (ძველი ელეა) და პესტუმი (ძველი პოსეიდონია).

1991 წელს, რეგიონისა და ვალო-დი-დიანოს ხეობის დიდი ნაწილი, მასობრივი მშენებლობისა და მოზღვავებული ტურისტული ნაკადებისაგან დასაცავად ეროვნულ პარკად გამოცხადდა. 1998 წელს კი ეროვნული პარკი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: