შინაარსზე გადასვლა

პორტა-ნიგრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან პორტა ნიგრა)
პორტა ნიგრა ქალაქის საფეხმავლო ნაწილიდან
პორტა ნიგრას მოდელი რომაელთა ხანაში (დაახლ. IV საუკუნე)
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 367
ინგლ.რუს.ფრ.

პორტა ნიგრა (ლათინურიდან ითარგმნება როგორც შავი კარიბჭე) რომაელთა დროიდან შემორჩენილი ქალაქის კარი. პორტა ნიგრა მიეკუთვნება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საგანძურს, იუნესკო იცავს და არის ქალაქ ტრირის სიმბოლო. სახელი Porta Nigra შუა საუკუნეებიდან მომდინარეობს. ქალაქის ტრირის ამ კარს ადრე სხვა სახელი ჰქონდა Porta Martis (მარსის კარი) ტრირელები პორტა ნიგრას უბრალოდ პორტა უწოდებენ.

ქალაქის კარიბჭე ჩვენი წელთაღრიცხვის 180 წელს აუგიათ როგორც ქალაქ ავგუსტა ტრევერორუმის (ავგუსტუსის ქალაქი ტრევერელთა მხარეში), დღევანდელი ტრირის, ჩრდილოეთი შესასვლელი.

სამეცნიერო ლიტერატურაში მოიპოვება ცნობები პორტა ნიგრას III და IV საუკუნეში აგების შესახებ, შესაბამისად ვარაუდი იმის თაობაზე, რომ კარიბჭე ისევე ძველი შეიძლება იყოს, როგორც ქალაქის რომაული კედელი ჯერ არავის უარუყვია. ძველი ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე კარიბჭის ეს სახელი — პორტა ნიგრა შუა საუკუნეებიდანაა დამოწმებული და უნდა უკავშირდებოდეს მისსავე მუქ, ზოგჯერ მოშავო ფერს. ეს ფერი ქვიშაქვისგან ანაგებ კარს დროთა განმავლობაში უნდა დაეკრა სიძველის გამო. როგორც პორტა ნიგრას, ასევე პორტა მარტის სახელით მოიხსენიება 12–ე საუკუნის ძეგლში, რომელსაც გესტა ტრევერერუმი ჰქვია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: