ბამბერგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
ბამბერგი
Altes Rathaus (Bamberg) 10.JPG
გერბი
Wappen Bamberg.svg

ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
შიდა დაყოფა ვუნდერბურგი, გარტენშტადტი და გაუშტადტი
კოორდინატები 49°53′30″ ჩ. გ. 10°53′30″ ა. გ. / 49.89167° ჩ. გ. 10.89167° ა. გ. / 49.89167; 10.89167
მმართველი ანდრეას სტარკე
ფართობი 54,580,000 კვადრატული მეტრი
ცენტრის სიმაღლე 262±1 მეტრი
მოსახლეობა 71,465 (31 დეკემბერი 2014)
სიმჭიდროვე 1 400 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
სატელეფონო კოდი 0951
საფოსტო ინდექსი 96001 და 96052
საავტომობილო კოდი BA
ოფიციალური საიტი https://www.stadt.bamberg.de/
ბამბერგი — გერმანია
ბამბერგი
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 624
რუს.ინგლ.ფრ.

ბამბერგი (გერმ. Bamberg) — ქალაქი გერმანიაში, ბავარიაში. მდებარეობს ზემო ფრანკონიის მხარეში, მდინარე რეგნიცისა და მაინის შერწყმის ადგილზე. ბამბერგი ერთ-ერთია იმ რამდენიმე გერმანულ ქალაქს შორის, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს არ დანგრეულა და ხელუხლებლად შეინარჩუნა ისტორიული მემკვიდრეობა. ამის მიზეზი მის სიახლოვეს მდებარე საარტილერიო ქარხანაა, რომელიც გამანადგურებლებს ქალაქის დაბომბვის საშუალებას არ აძლევდა. მოსახლეობა 2009 წლის მონაცემებით 69 827 ადამიანს შეადგენს, საიდანაც 7 000 უცხოური წაერმოშობისაა, მათ შორისაა აშშ-ის არმიის 4 100 წევრი.

ბამბერგი რომის მსგავსად 7 ბორცვზე მდებარეობს, ამიტომ შუა საუკუნეებში მას „გერმანულ რომს" ეძახდნენ. ქალაქის კათედრალში დაკრძალულია რომის პაპი კლემენტ II, ერთადერთი პაპი, რომელიც ალპების ჩრდილოეთით განისვენებს.

1647 წელს, ქალაქში დაარსდა ბამბერგის უნივერსიტეტი, რომელსაც იმ დროისთვის ბამბერგის აკადემია ეწოდებოდა.

1993 წელს, იუნესკომ ქალაქი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]