შინაარსზე გადასვლა

ლას-მედულასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლას-მედულასი
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსი მსოფლიო მემკვიდრეობა[1] და bien de interés cultural[2]
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები ესპანეთის დროშა ესპანეთი | ქვეყნის დროშა2 | name = ესპანეთის დროშა ესპანეთი | variant = | size =

}}
მსოფლიო მემკვიდრეობა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iii, iv
რეგიონი ევროპა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1997  (21-ე სესია)
ნომერი 803
Map
https://patrimonionatural.org/espacios-naturales/monumento-natural/monumento-natural-las-medulas
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 803
ინგლ.რუს.ფრ.

ლას-მედულასი (ესპ. Las Médulas) — ისტორიული ადგილი ესპანეთის ლეონის პროვინციაში, ქალაქ პონფერადის მახლობლად, რომელიც ერთ დროს რომის იმპერიის მთავარ ოქროს მაღაროს წარმოადგენდა. ლას-მედულასის კულტურული ლანდშაფტი 1997 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

ლას-მედულასის სანახაობრივი ლანდშაფტი და ოქროს მოპოვებითი ტექნოლოგია ახ.წ. 77 წელს აღწერილი აქვს პლინიუს უფროსს. ოქროს მოპოვებით სამუშაოებში გამოყენებული იყო ჰიდრავლიკური სისტემა, რომელიც წყლის დიდი რაოდენობის წყალობით მთის გამორეცხვას გულისხმობდა. წყალი შვიდი დიდი აკვედუკის საშუალებით მოემართებოდა ლა-კაბრერის რაიონიდან. იგივე აკვედუკები გამოიყენებოდა ოქროს შემცველი ქვიშრობების გასარეცხად.

ეს ტერიტორია ძვ. წ. 25 წელს რომის იმპერატორმა ოქტავიანე ავგუსტუსმა დაიპყრო. დაპყრობის მთავარ მიზანს დიდი რაოდენობით ოქროს შემცველი ალუვიური დეპოზიტები წარმოადგენდა, რომლისგანაც ადგილობრივები ოქროს მოიპოვებდნენ. ოქროს მასიური წარმოება აქ ახ. წ. I საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. https://whc.unesco.org/es/list/803
  2. Wiki Loves Monuments monuments database — 2017.