შინაარსზე გადასვლა

ვენეციის ლაგუნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვენეციის ლაგუნა

ლაგუნის რუკა
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები იტალიის დროშა იტალია | ქვეყნის დროშა2 | name = იტალიის დროშა იტალია | variant = | size =

}}
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iii, iv, v, vi, vii
რეგიონი ევროპა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1987  (მე-11 სესია)
ნომერი 394
Map
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 394
ინგლ.რუს.ფრ.

ვენეციის ლაგუნა (იტალ. Laguna di Venezia) — ჩაკეტილი უბე ადრიატიკის ზღვაში, რომელშიც ქალაქი ვენეცია მდებარეობს. უბე გადაჭიმულია მდინარე სილედან (ჩრდილოეთით) მდინარე ბრეტანამდე (სამხრეთით) და მოიცავს დაახლოებით 550 კმ²-ს. მის 8%-ს ხმელეთი შეადგენს, რომელიც ქალაქ ვენეციითა და მრავალი პატარა კუნძულითაა წარმოდგენილი. დაახლოებით 11% დროებით იფარება წყლით, 80% კი თავთხელი, მარილიანი ჭაობებითაა დაფარული. ლაგუნა ხმელთაშუა ზღვის აუზის უდიდეს ვეთლენდს წარმოადგენს.

ლაგუნა ადრიატიკის ზღვასთან წყლის სამი ვიწრი ზოლითაა დაკავშირებული. უბეში წყლის დონე საკმაოდ ცვალებადია და დამოკიდებულია მიქცევა-მოქცევაზე. როდესაც წყალი ყველაზე მაღალ დონეს აღწევს, ადგილობრივები ამ მოვლენას აკუა-ალტას (acqua alta - მაღალი წყალი) ეძახიან, რომლის დროსაც მთელი ვენეცია წყლით იფარება.

ვენეციის ლაგუნა იმ ესტუარების სისტემის უმნიშვნელოვანეს ნარჩენს წარმოადგენს, რომელლებიც ძველი რომაულ ეპოქაში რავენადან ტრიესტამდე იყო გადაჭიმული. VI საუკუნეში ის მოსახლეობისთვის დამპყრობლებისგან (ძირითადად ჰუნებისგან) თავდაცვის მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენდა. იგი დღემდე რჩება ნავსადგურისა და მეთევზეობის ბაზად.

ლაგუნა დაახლოებით 6-7 ათასი წლის წინ, გამყინვარების პერიოდში მიმდინარე ტრანსგრესიის შედეგად წარმოიქმნა, როდესაც ადრიატიკის ზღვის ზემო სანაპირო ზოლი წყლით დაიფარა.

აერო ფოტო

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: