ელ-რომერალის სარკოფაგი
იერსახე
ანტეკერის დოლმენები: მენგა, ვიერა, ელ-რომერალი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
სარკოფაგის კორიდორი | |
ქვეყანა | ესპანეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, iii, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2016 (40-ე სესია) |
ნომერი | 1501 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1501 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ელ-რომერალის სარკოფაგი (ესპ. Tholos de El Romeral) — მეგალითური სარკოფაგი ესპანეთში. აგებულია დაახლ. ძვ. წ. 1800 წელს. შედის ანტეკერის დოლმენების ანსამბლში. სარკოფაგში აღმოჩენილია ადამიანის ჩონჩხი, ნიჟარები და სხვადასხვა ტიპის კერამიკული ნიმუშები.
სარკოფაგი შედგება კორიდორისა და ორი მრგვალი დასაკრძალი ოთახისაგან. ოთახის ფორმით განსხვავდება მენგისა (ძვ. წ. 2500 წ.) და ვიერის (ძვ. წ. 2400 წ.) დოლმენებისაგან, რომელთა ოთახებიც ოთკუთხედის ფორმისაა. სარკოფაგი დაცულია 8 მეტრის სიმაღლისა და 80 მეტრი დიამეტრის ყორღანით.
2016 წლის 15 ივლისს ელ-რომერალის სარკოფაგი ვიერისა და მენგის დოლმენებთან ერთად ანტეკერის დოლმენების სახელით შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[1].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Dolmen del Romeral.[მკვდარი ბმული]
- Dolmen de El Romeral. დაარქივებული 2021-08-31 საიტზე Wayback Machine.