შინაარსზე გადასვლა

ტინეტო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პორტოვენერე, ჩინკვე-ტერე და კუნძულები: პალმარია, ტინო, ტინეტო
სტატუსი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტის ნაწილი
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები იტალიის დროშა იტალია | ქვეყნის დროშა2 | name = იტალიის დროშა იტალია | variant = | size =

}}
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iv, v
რეგიონი ევროპა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1997  (21-ე სესია)
ნომერი 826
Map
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 826
ინგლ.რუს.ფრ.

ტინეტო (იტალ. Tinetto) — იტალიის კუნძული ლიგურიის ზღვაში, ლა-სპენზიის ყურის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში. შედის ქალაქ პორტოვენერეს სამხრეთით მდებარე სამი კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგის შემადგენლობაში. ტინეტო სამი კუნძულიდან ყველაზე პატარაა, მდებარეობს კ. ტინოს სამხრეთით.

კუნძული დაფარულია მცენარეულობით, ბინადრობს ენდემური კედლის ხვლიკი. აქ ასევე წარმოდგენილია ძველად არსებული რელიგიური გაერთიანების საქმიანობის ნაშთები – კუნძულის დასავლეთ ნაწილში მდებარე VI საუკუნის კაპელა და XI საუკუნის კომპლექსის ნანგრევები, რომლებიც ორი სამრეკლოსა და ბერების კელიებისაგან შედგება.

1997 წელს, არქიპელაგი, ჩინკვე-ტერესა და პორტოვენერესთან ერთად იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]